ჩხარტიშვილი უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფეიკს უწოდებს და რეპუტაციულ ზიანზე საუბრობს
ჩხარტიშვილი უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ინფორმაციის გამავრცელებლებს "რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის" საერთაშორისო სასამართლოებში ფასის გადახდით "ემუქრება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სიაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 11 ქართველის დასანქცირებას ითხოვენ, ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდა.
- დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ მას ივანიშვილთან მჭიდრო კავშირი აქვს.
- განხილულია ჩხარტიშვილის ბიზნეს საქმიანობაზეც. საუბარია წარსულში მის სავარაუდო კავშირებზე სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის, რუსულ სახელმწიფო კომპანია როსნეფტთან.
დეტალები: ჩხარტიშვილ რუსულ კომპანია როსნეფტთან, პეტროკას, გალფთან და ფოთის პორტთან კავშირსა და პარტნიორობას უარყოფს და სიას მტკნარ სიცრუეზე აგებულსა და "ფეიკს" უწოდებს.
- "ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი".
ჩხარტიშვილი წერს, რომ მისი დაფუძნებული კომპანიები სმარტ კაპიტალის ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ და ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები არიან.
- მისი თქმით, გამიზნულად არ მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო საქმიანობის ყოველწლიურ აუდიტს აკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი კომპანია დელოიტი, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს.
მისი მტკიცებით, აღნიშნული პირები "დაუსაბუთებელი ბრალდებების" მიზანი დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
- ამბობს, რომ ცრუ ბრალდებებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რის გამოც, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებმა მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა დაიწყო.
- ასევე, იგეგმება, საერთაშორისო და გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში პროცედურების დაწყება.
- "ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს".
რა ვიცით პლატფორმაზე: აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამჯერად გამოქვეყნდა არა უკვე სანქცირებულთა, არამედ იმ პირთა სია, ვისთვის დაწესებასაც ითხოვენ.
- ვებგვერდს ომი და სანქციები ჰქვია — ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერითაა შექმნილი.
- დახასიათებიდან ვიგებთ, რომ ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ადამიანი ან კომპანია, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდოთ პასუხისმგებელ პირებს, რომ ისინი შესაბამის სიაში შეიყვანონ.
- ასევე, განმარტავენ, რომ ის შექმნილია, რათა უკრაინის პარტნიორებსა და მოკავშირეებს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდონ სამიზნეების მოსაძებნად.
- კანდიდატების შეყვანა შეუძლია ყველას — მითითებულ მეილზე უნდა გაგზავნო იმ პირის ან კომპანიის ინფორმაცია, ვისი სანქცირებაც გსურს, მას განიხილავენ და საფუძველს არსებობის შემთხვევაში, გაუგზავნიან პასუხისმგებელ პირებს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები