როგორ ვითარდება კონტრშეტევა — ბოლო ცნობები ხერსონიდან
უკრაინის სამხრეთით მიმდინარე ბრძოლები უფრო და უფრო ძლიერდება — გთავაზობთ ბოლო სიახლეებს, რომელსაც მხარეები ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა — ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
- ხერსონი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
- რუსების შესვლის პირველივე დღეებიდან, მუქარის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აწყობდა მასობრივ აქციებს ტანკებისა და შეიარაღებული ჯარისკაცების წინ და გათავისუფლებას ელოდა.
- ხერსონის დაკარგვა დაანგრევს რუსულ მითს ომის წარმატებულად წარმართვაზე, ამიტომ პროპაგანდა ცდილობს, შეტევა კრახისთვის განწირულად შეფუთოს.
ფრონტის ხაზი: შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა აიღეს კონტროლი ზაპოროჟიის რეგიონის აზოვის ნაწილზე და მთელ ხერსონის ოლქზე, დაიკავეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
- სარდლობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ქვედანაყოფები აგრძელებენ პოზიციურ ბრძოლებს და მეთოდურად აყენებენ ზარალს მტერს ლოგისტიკისა და მართვის საქმიანობებში.
- უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლება და სოფელი, თუმცა ზუსტი რაოდენობა სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე უცნობია.
რა ხდება ახლა: ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სიტუაცია ობიექტურად რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები ძალიან ეფექტურია.
- უკრაინული დივერსანტების წარმატებული მუშაობის გამო, ოკუპანტებმა გააძლიერეს რეიდები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
- ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქებში გაიზარდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ჩხრეკის რაოდენობა, ხალხს აჩერებენ ქუჩებში ტელეფონებისა და პირადი მონაცემების შესამოწმებლად.
- წინააღმდეგობის მოძრაობამ ხერსონში გაავრცელა ბროშურები "ბუნკერის ბაბუაზე".
უკრაინა: შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, ხერსონში გაანადგურეს ბარჟა, რომლითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ.
- რუსების თავდასხმის მცდელობისას კი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი K-52.
- მათივე თქმით, 6 სექტემბერს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით საარტილერიო დანაყოფები თავს დაესხნენ დამპყრობლებს, რის შედეგადაც განადგურდა 7 ოკუპანტი და თვითმავალი ჰაუბიცა.
ოკუპანტები: რუსების მტკიცებით, ხერსონის რაიონში გაანადგურეს უკრაინული ჭურვები, რომელთა სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტში ათას კილოგრამს აჭარბებდა.
- პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ 6 სექტემბერს ხერსონში 11 აფეთქების ხმა გაიგეს.
- მათივე თქმით, 7 სექტემბერს დაარტყეს უკრაინის არმიის სამი ბრიგადის პოზიციებს ნიკოლაევისა და ხერსონის რაიონებში, ასევე 406-ე საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო მასალის საცავს.
"რეფერენდუმი": საოკუპაციო რეჟიმი არ წყვეტს საუბარს უკანონო გამოკითხვის ჩატარებაზე და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთთან შეერთების მსურველი ბევრია.
- თუმცა, წინა კვირის განცხადებაში აღნიშნეს, რომ ხმის მიცემის გადადება მოუწევთ და მიზეზად "უსაფრთხოების ზომები" დაასახელეს.
- უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა არ აძლევს რუსეთს საშუალებას, ფსევდორეფერენდუმი ჩაატაროს.
- დრო არ დაუკარგავთ და 7 სექტემბერს პროპაგანდისტულ რიაზე გამოქვეყნდა ერთ-ერთი კომპანიის "გამოკითხვის შედეგები", რომლის მიხედვითაც, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობის ნახევარზე მეტს რუსეთთან შეერთება უნდა.
- უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები