რა უპირატესობები აქვს იზოლაციის გაკეთებას სახლში?
სახლის იზოლაციას ანუ კედლების, იატაკის, ჭერისა თუ მილების სპეციალური მასალით შეფუთვას უამრავი უპირატესობა აქვს. ის გვეხმარება შენობაში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებაში, ხმაურის ჩახშობაში, სახლის კონსტრუქციის დაზიანებისგან დაცვაში და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავიდან გვაცილებს ხანძრის გავრცელების რისკებსაც
რა სარგებელი მოაქვს სახლში იზოლაციის გაკეთებას და რატომ ხდის ის ჩვენს სახლებს უფრო მყუდროს, კომფორტულსა და დაცულს? — ამ კითხვებზე სტატიაში უფრო დეტალურად გიპასუხებთ.
თბოიზოლაცია — სტაბილური ტემპერატურა თქვენს სახლებში
სითბო შეიძლება დაიკარგოს შენობის როგორც ფანჯრებიდან, ისე კედლებიდან, იატაკიდან და სახურავიდან. ამ პრობლემის თავიდან აცილებისა და სტაბილური ტემპერატურის მიღწევის საუკეთესო გზა კი შენობის სპეციალური მასალით შეფუთვაა. მისი მთავარი სარგებელი მხოლოდ კომფორტული გარემოს შექმნა არ არის, იზოლაციის დახმარებით სახლს ენერგოეფექტურს ვხდით – მოვიხმართ ნაკლებ ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიას და, შესაბამისად, ვზოგავთ ყოველთვიურ ხარჯებს. მეორე მხრივ, ნაკლები რესურსის გამოყენებით, ვამცირებთ ნახშირორჟანგის გამოყოფასა და გარემოზე ზიანს.
სწორედ თბოიზოლაციის ეკონომიური და ეკოლოგიური მნიშვნელობის გამო, დღეს ნაგებობის დიზაინის შექმნის, შენებისა თუ რემონტის პროცესში, იზოლაციის გაკეთება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია.
ხმის იზოლაცია — სიმყუდროვე თქვენს სახლებში
ქუჩებიდან, მეზობელი სახლებიდან ან სხვადასხვა ოთახებიდან შემომავალი ხმაური მშვიდ გარემოს ყველაზე მეტად გვირღვევს. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრის უმარტივესი გზა სახლის იზოლაციაა, რადგან სპეციალური საიზოლაციო მასალები ხელს არა მხოლოდ სითბოს შეკავებას უწყობს, არამედ იდეალურად ახშობს ხმას და სიმყუდროვის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ხანძრისგან დაცული სახლი
თუკი, იზოლაციისთვის ხანძარმედეგ მასალას შევარჩევთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაშიც, რომ სახლს ცეცხლის გავრცელებისგანაც დავიცავთ. ასეთებია, მაგალითად ქვაბამბისა და მინაბამბის არაალებადი მასალები, რომლებსაც ცეცხლის ალის შეკავების უნარიც აქვთ. ასეთი მასალები ამცირებენ ხანძრის გაჩენის რისკებს და სახლის კონსტრუქციას იცავენ.
ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში ხარისხიანი საიზოლაციო მასალები?
მავნე ნივთიერებებს დღეს ბევრი სამშენებლო და სარემონტო პროდუქტი შეიცავს, მათ შორის, საიზოლაციო მასალებიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მათი შერჩევისას გავარკვიოთ რისგანაა ის დამზადებული და რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
დღეს მსოფლიოს 46 ქვეყანაში თანხმდებიან, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, უსაფრთხო და სანდო საიზოლაციო მასალები იზოჯამს ეკუთვნის. ის 57 წელია პროდუქციას ქმნის და საიზოლაციო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. კომპანიის სანდოობას მის მიერ მოპოვებული სერტიფიკატებიც ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც კომპანიას ექსპორტზე გააქვს სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
იზოჯამი სახლის იზოლაციისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს აწარმოებს — შიდა კედლებისა და ფასადების ფილებს, იატაკის, ჭერის, სადინარი არხების, მილებისა თუ ტიხრების ამოსავსებ მასალებს. პროდუქტს კომპანია ძირითადად ქვაბამბისა და მინაბამბისგან ქმნის, რომლებიც სახლის თბოიზოლაციას, ხმაიზოლაციას და ხანძრისგან დაცვას იდეალურად უზრუნველყოფს. ხარისხისა და ეკოლოგიურობის გარდა, იზოჯამის პროდუქციის კიდევ ერთი უპირატესობა მის სიმსუბუქესა და მოქნილობაშია, რაც დამონტაჟების პროცესს მომხმარებელს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
საქართველოში იზოჯამის ექსკლუზიური პარტნიორი და იმპორტიორი ნოვაა. შესაბამისად, ბრენდის საიზოლაციო მასალების სრული სპექტრის შერჩევასა და შეძენას მის ონლაინმაღაზიაში ან შოურუმებში შეძლებთ, რომლებიც საქართველოს 6 ქალაქში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულშია წარმოდგენილი.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები