რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული რამდენი მოქალაქე დარჩა საქართველოში — რიცხვებში
ტურიზმი თუ მიგრაცია? — ასე ქვია IDFI-ის ანგარიშს, რომელშიც 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დარჩენის მაჩვენებლებია წარმოდგენილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ათასობით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე შემოვიდა, განსაკუთრებით მათი სიმრავლე შესამჩნევი იყო ტურისტულ ზონებში — ისინი ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, პოლიტიკური დევნისგან დასაღწევად, დასასვენებლად.
- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შემოსული მოქალაქეების რაოდენობა არ აღემატება იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიამდე იყო.
- ამის მიუხედავად, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შემაშფოთებლად მიიჩნევს იმას, რომ რუსების რიცხვი უკონტროლოდ იზრდება, ისინი ირეგისტრირებენ ქონებასა და ბიზნესს, იღებენ საქართველოს მოქალაქეობას.
რა გავიგეთ ანგარიშიდან: 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე — ეს მონაცემები შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობით არის დათვლილი.
- ჯამში, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა 64 742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე.
- ორგანიზაციის განმარტებით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა 16 476-ით მეტი რუსეთის და 11 531-ით მეტი ბელარუსის მოქალაქე.
დეტალები: 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის — 42 577, უკრაინის — 15 585 და ბელარუსის — 10 554 მოქალაქეს.
- ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებით, განსაზღვრულია იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის ვადით ყოფნა შეუძლიათ.
- მათ შორის, არის რუსეთის მოქალაქეებიც. შესაბამისად, ხსენებულ პირებს ერთ თვეზე მეტი ვადით გაჩერებით რაიმე სახის სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევიათ.
- ამასთან, ორგანიზაციისთვის უცნობია 1 თვეზე მეტი ვადით დარჩენილ რუსეთის მოქალაქეებს შორის რამდენი არის წარმოშობით საქართველოდან.
IDFI-ის განცხადებით, სამინისტროდან ყოველთვიურად ითხოვს 2019-2022 წლების შესაბამისი პერიოდების დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას.
- მათივე თქმით, სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
- "შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლები შესაძლებელია არ იძლეოდეს რეალურ სურათს არსებული გამოწვევების შესახებ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
გამოწვევები: 2022 წლის ამავე პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის — 3 036 , უკრაინის — 135, ხოლო ბელარუსის 41 მოქალაქეს.
- ორგანიზაციის განმარტებით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების 1%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,18%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს;
- მათვე თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად, ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს, ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს.
- IDFI განმარტავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები მნიშნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.
- "აღნიშნულ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას", — აცხადებს ორგანიზაცია.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები