ირაკლი კობახიძე

8 Sep. 2022, 15:14

მე არ ვიცი, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა. ალბათ, ჰქონდა საკუთარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. ნუ, ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით — მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ციხეში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა მელიას სანახავად შესვლა სცადა, მაგრამ უარი უთხრეს. სწორედ ამას ეხმაურება კობახიძე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შეიძინე ნივთი თიბისის განაწილებით და დაიბრუნე თანხის 30% — თიბისისა და ზუმერის აქცია

შოპინგი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დროებით თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ საქმეებს და ჩვენთვის თუ ჩვენი საყვარელი…