ჯაფარიძე ახალ ბლოკზე: გაჩნდა პროდასავლური ხმების დაკარგვის საფრთხე, ამიტომაც გავერთიანდით
ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი - დღეს, ლისის ტბაზე ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა.
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ პროდასავლური ხმების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, ამიტომ გაუჩნდათ "პროდასავლური ძალების" გაერთიანების იდეა, თუმცა მისივე თქმით ეს იდეა კონკრეტულად არავის ეკუთვნის:
"ერთი მხრივ არსებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს წარმოაჩენენ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ვერ ახერხებენ მოსახლეობის გულის მოგებას, მეორე მხრივ კი პრორუსული ძალები ძალიან აქტიურდებიან. ჩვენი იდეა არ ყოფილა, გვქონდა გადაკვეთა, მაგალითად ვაშაძეს პარლამენტში ვხვდებოდით, ვსაუბრობდით და თავისთავად, ბუნებრივად გაჩნდა ეს იდეა".
ჯაფარიძე ასევე ამატებს, რომ თუ ვინმეს სურვილი ექნება, გაერთიანდეს პროდასავლური ღირებულებების მქონე დიდ ბლოკში, საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისათვის კარგი იქნება.
გაერთიანების კიდევ ერთი მიზეზი, ჯაფარიძის თქმით, არაკონკურენტული პირობებია:
"ჩვენი პარტია, ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი, არის ახალი, ისევე როგორც ვაშაძის პარტია. ჩვენ ვართ არაკონკურენტულ პირობებში სახელისუფლებო პარტიებთან, დღევანდელთანაც და წინასთანაც. მათ აქვთ გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი კერძო შემომწირველების სახით, აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, უფასო სარეკლამო დრო და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ დისკუსია ჩვენს შორის შეეხო იმასაც, რომ იქნებ ამ რესურსების გაერთიანებით გაცილებით უფრო დიდ და გავლენიან ძალად ჩამოვყალიბდეთ."
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სამივე სუბიექტს აქვს სურვილი, გაერთიანება იყოს გრძელვადიანი და არა მხოლოდ ამ არჩევნებისთვის:
"გვინდა ადამიანებს გავუჩინოთ იმედი, რომ არსებობს ალტერნატივა, მესამე, რეალური და არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ან დღევანდელ ხელისუფლებას მისცენ ხმა, ან წინა ხელისუფლებას."
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახალი მემარჯვენეების, ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩისა და ახალი საქართველოს პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებით, საქართველოს მოქალაქეებს სრულიად ახალ პერსპექტივას სთავაზობენ.
მამუკა კაციტაძის თქმით, იმისათვის რომ პოლიტიკაში იყო გავლენიანი აქტორი, ერთი მხრივ, საჭიროა შესაძლებლობებისა და რესურსების კონსოლიდაცია, მეორე მხრივ, კი მყარ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ფუნდამენტი:
"განვლილი 15 წლის განმავლობაში ახალი მემარჯვენეები არა ერთ პოლიტიკურ თუ საარჩევნო ბლოკში ვყოფილვართ, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი თანხვედრა იდეოლოგიისა, ღირებულებებისა და ფასეულობებისა, საგარეო პოლიტიკური კურსისა, ეკონომიკური პოლიტიკისა, განვითარებაზე და განახლებაზე აქცენტის გაკეთებისა არ ყოფილა სხვა შემთხვევაში".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები