გოგაშვილი წერს, რომ გომელაური FSB-ს აგენტებს ხვდებოდა, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანაში
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ახალ წერილში საუბრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი ამბობს, რომ გომელაური FSB-ს აგენტებს 2016-2017 წლებში შეხვდა, როცა ის სუს-ის უფროსი იყო.
- აცხადებს იმასაც, რომ არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.
- ამტკიცებს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნების შემცველი სისტემა, იმ შემთხვევაში თუ გადასატანია რაიმე ტვირთი: "მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე".
დეტალები: გოგაშვილი ჰყვება, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში FSB-ს საიდუმლო ბაზაზე, რადგან, მისი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ "კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახლად შექმნილი სამსახურის, ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან გაცნობა".
- იხსენებს, რომ ბაზაზე FSB-ს გენერალი შეხვდა, საუბარი 30 წუთი გაგრძელდა და "უფროსების" შეხვედრა განიხილეს.
- აცხადებს, რომ შეხვედრის მიზანი იყო "ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა".
- გარდა ამისა, "მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის".
გომელაურისა და ბორტნიკოვის შეხვედრა: როგორც გოგაშვილი ამბობს, შეხვედრა რუსეთში, ვლადიკავკაზში შედგა და 3 საათი გაგრძელდა. მისივე თქმით, თავად არ ესწრებოდა.
- გოგაშვილის მონათხრობით, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და დაბრუნდა — შემდეგ ბოინგ 737 ჩარტერული რეისით გადაფრინდა.
- მისივე თქმით, გამგზავრების საკითხში ჩართული იყო ნინო გიორგობიანიც, რომელიც სხვადასხვა დროს შსს-სა და სუს-ში მუშაობდა, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსია.
- მან მოგვიანებით კიდევ ერთი წერილი გაავრცელა და დაწერა, რომ აქვს მტკიცებულებები — ფოტო, ვიდეო, აუდიომასალა.
- აცხადებს, რომ აირზენას ჩარტერით ვლადიკავკაზში გადაფრენის შემდეგ, "მოსმენაზე დასვეს" ორივე პილოტი, "რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით".
მომდევნო შეხვედრები: გოგაშვილი ამტკიცებს, რომ გომელაურისა და ბორტნიკოვის შეხვედრის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში უმასპინძლეს ორ FSB-ს გენერალს, სედოვსა და ბესედას.
- "მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან"
- "საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის ანდერვილში".
- "იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი".
კონტრაბანდული ტვირთი: გოგაშვილი იხსენებს, რომ 2017 წელს, სხვადასხვა დროს უცხოელი პარტნიორებისაგან მიიღეს ინფორმაცია ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. მისი თქმით, უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს ტვირთი საქართველოდან მიდიოდა.
- "სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში", — ამბობს ის.
-
მისივე თქმით, კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი — "მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით (რეზინ ექსჩეინჯი) და იგზავნებოდა ირანში"
-
გოგაშვილის წერს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა გიორგი გახარიასთან და ამ შემთხვევაში იძულებული იყვნენ ტვირთები გაებრუნებინათ უკან, რადგან ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ.
-
"ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში".
გოგაშვილის წერილამდე, TV პირველის ეთერში საქართველოს და რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა საიდუმლო შეხვედრების შესახებ გოგაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ალექსანდრე სამხარაძემაც ისაუბრა.
- თქვა, რომ გოგაშვილთან ერთად იმყოფებოდა ვლადიკავკაზში სადაც ასევე იყვნენ გენერალური ინსპექციის უფროსი იოსებ ჭელიძე და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე.
- მისივე თქმითაც, მაშინ ვახტანგ გომელაურისა და ალექსანდ ბორნტიკოვის შეხვედრა მოამზადეს.
შეფასებები: პარტია ლელო აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქციებთან დაიწყებს კონსულტაციებს საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.
- სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება და მით უმეტეს, ობიექტურობის მოლოდინი ფუჭია.
- ქართული ოცნების წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი ლელოს ინიციატივას "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს.
- თბილისის მერმა, კახა კალაძემ გოგაშვილის წერილს აბსურდი უწოდა და თქვა, რომ მტკიცებულებები რომ არსებობდეს გამოძიება დაიწყებოდა.
- მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ არ იცის ვინ სად დადიოდა და აღნიშნავს, რომ "რუსული მოგონილი ნარატივი" დამაზიანებელია არ მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ საქართველოსთვის.
On.ge ამ ისტორიის ფიგურანტებთან დაკავშირებას ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
- ამ ეტაპზე ჩვენ ზარებს არ პასუხობს არც ნინო გიორგობიანი და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები