ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Reuters იუწყება, რომ გერმანიის კანცლერმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს.

დეტალები: 90 წუთის განმავლობაში შოლცმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გაუსვა ხაზი.

  • კანცლერმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთის ანექსიის შემდეგი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება.

არქივიდან: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო;
  • ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთმა კომპლექსში 500-მდე ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც მას ფარად იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების განსახორციელებლად.