ნიკა მელია

15 Sep. 2022, 14:25

მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში, უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს. უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!

მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. კობახიძე ამ განცხადებით, ქართული ოცნების ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!

ასე ეხმაურება ენმ-ის თავმჯდომარე კობახიძეს, რომელმაც გუშინ თქვა: "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს რომ რუსები უკრაინელებს ესვრიან, ამ ჭრილშივე უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზსა და ოსს". მისივე თქმით, თეორიულად, საქართველოს ომი ცხინვალსა და აფხაზეთში რომ მოუწიოს, ეს რუსული საოკუპაციო ძალების გარდა, აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლას ნიშნავს და ძმათა მკვლელი ომი შეიძლება ეწოდოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ