კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპზე გადადის
კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში CaBOL-ის პროექტის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა.
პროექტი დაიწყო 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით. მისი მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო.
დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროექტის გეგმებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ:
- გაბრიელ ჰერმანი, საქართველოსთან კოოპერაციის განყოფილების უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროში (BMBF);
- ოლივერ პიპერი, პოლიტიკური მრჩეველი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენელი (BMBF);
- იორნ გრუნევალდი, პროექტების მართვის სააგენტო, გერმანიის ავიაციურ-კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი (DLR — German Aerospace Center/Deutsches Zentrum für Luft und Raumfahrt);
- მეჰთილდ კულარ — გერმანიის კვლევების ფონდის წარმომადგენელი (DFG);
- ნილს ჰაინი, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) რეგიონული კოორდინატორი.
სტუმრები CaBOL-ის პროექტის ფარგლებში გადამზადებულ ილიაუნის თანამშრომლებთან, სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებულებსა და მოქმედ სტუდენტებთან ერთად, საველე ექსპერტიზაზე იყვნენ.
ვიზიტის პრაქტიკული კომპონენტის, საველე გასვლის, მიზანი იყო CaBOL-ის თანამშრომლების საველე ექსპერტიზა და სინჯის შეგროვების სხვადასხვა ტექნიკის დემონსტრირება.
"CaBOL ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ამჯერად ხორციელდება კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით. პროექტი სიცოცხლის ბარკოდირება კავკასიაში დაფინანსებულია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მისი სამეცნიერო კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად. ჩვენი მეცნიერები: ეკოლოგები, ბიოლოგები, საბუნებისმეტყველო მიმართულების, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის, სტუდენტები, იძენენ სრულიად ახალ და უნიკალურ ცოდნას, რომელიც დღეს იქმნება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. პირველადი მონაცემები სიცოცხლის ბარკოდირების მიმართულებით გროვდება კავკასიაში. ამ პროექტით ილიაუნიში განახლდა გენეტიკის ლაბორატორია. ამაში ძალიან დაგვეხმარა ფოლკსვაგენის ფონდი. ის გენეტიკური ფონდი, რომელიც დაგროვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდგომში არაერთი სადისერტაციო ნაშრომის თემა იქნება. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოვახერხოთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო კვლევები გვქონდეს ილიაუნიში", — ამბობს ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
"მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს, პირადად ვნახო, როგორ მუშაობენ ჩემი კოლეგები CaBOL-იდან. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელშიც ბიომრავალფეროვნების კვლევები გამოიყენეს გერმანიის ფარგლებს გარეთ. ვამაყობთ, რომ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებლები ვართ, რადგან ვხედავთ, როგორ სწორად განვითარდა ის", — აღნიშნავს იორნ გრუნევალდი, პროექტების მართვის სააგენტო, გერმანიის ავიაციურ-კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი (DLR — German Aerospace Center/Deutsches Zentrum für Luft und Raumfahrt).
საქართველოში სტუმრობითა და თანამშრომლობით მოხარულია გერმანიის კვლევების ფონდის (DFG) წარმომადგენელი, მეჰთილდ კულარიც.
"DFG (გერმანიის კვლევების ფონდი) გერმანიის ყველაზე დიდი ფონდია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 პროექტს აფინანსებს. მოხარული ვარ, რომ BMBF-თან ერთად ვესტუმრეთ საქართველოს, გვსურს ბიომრავალფეროვნების საკითხებზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა", — ამატებს იგი.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
კომენტარები