4 აქცია, რომლის ყიდვას ანალიტიკოსები 2022 წლის სექტემბერში გვირჩევენ
ასობით კომპანია არსებობს, რომელთა აქციებში ინვესტირებაც შეიძლება, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ხშირად რთულია აარჩიო მათ შორის ყველაზე ოპტიმალური. ბოლოდროინდელი საფონდო ბირჟის ვარდნის გამო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სწრაფად მზარდ აქციებს, უამრავი აქცია იმაზე გაცილებით ნაკლებ ფასად ივაჭრება, ვიდრე, თუნდაც, ექვსი თვის ან ერთი წლის წინ.
ქვემოთ მოყვანილ კომპანიებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში მათი აქციის ფასები საკმაოდ გაიზარდოს და დროულმა ინვესტირებამ მოგებაც მოუტანოს ინვესტორს.
1. Etsy
COVID-19-ის პანდემიამდე Etsy ფართოვდებოდა იმით, რომ აკავშირებდა ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს მომხმარებლებთან, რომლებიც ეძებდნენ რაღაც უჩვეულოსა და უცხოს. პანდემიის დროს ელ-კომერციამ უზარმაზარი სტიმული მიიღო. Etsy განსაკუთრებულად გაიზარდა — გაიზარდა ორჯერ მეტი ტემპით, ვიდრე მთლიანი ელ-კომერცია. ბრენდის ცნობადობის, კომპანიის სიძლიერისა და უკანასკნელ პერიოდში აქციების ფასის ვარდნის შემობრუნების შემდეგ, გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა.
2. Pinterest
Pinterest პოზიტივის ნამდვილი ოაზისია სოციალური მედიაში, რომელიც სულ უფრო დამთრგუნველი და პოლარიზებული ხდება. ეს ნაწილობრივ გამომდინარეობს იმისგან, რაც Pinterest-ს ამოძრავებს — ეს იდეებია. კომპანიის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, როგორც ჩანს, მომხმარებელთა ბაზა ამ დროისთვის დასტაბილურდა და ნელნელა იზრდება. გრძელვადიანი ინვესტირების პერსპექტივიდან საინტერესოა ის, რომ Pinterest-ს მომხმარებლების მონეტიზაციის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. კომპანია თავს არიდებს ტრადიციულ რეკლამაზე ორიენტირებულ მოდელს და ცდილობს მოძებნოს გზები ელ-კომერციის ასამუშავებლად. მონეტიზაციის პოტენციალი განსაკუთრებით დიდია საერთაშორისო დონეზე, რომელიც შეადგენს მისი მომხმარებლის ბაზის 80%-ს, თუმცა — შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს.
3. Amazon
Amazon-ს ნამდვილად არ სჭირდება პოპულარიზაცია ან რეკლამა, მისი საქმიანობა და შედეგები თავისას ამბობს. კომპანია დომინანტურია აშშ-ს ელ-კომერციის სექტორში და გასულ წელს იყო დაახლოებით 600 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყიდვები დააგროვა. ამას ემატება Amazon Web Services ღრუბლოვანი პლატფორმის დანერგვა და ლიდერობა. Amazon თითქმის ყველა ინდუსტრიას მოიცავს და საკმაოდ წარმატებითაც, იქნება ეს ჯანდაცვა, სასურსათო მაღაზიები, განათლება და სხვა. თანაც, თითქმის ყველგან ლიდერია.
4. Shopify
Shopify პლატფორმაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ზომის ბიზნესს მიეცეს საშუალება თავისი პროდუქცია ონლაინ გაყიდოს. იგი განსაკუთრებულ აქცენტის მცირე ბიზნესის გაძლიერებაზე აკეთებს. Shopify მომხმარებლებს სთავაზობს პაკეტურ გეგმას, რომელიც ბიზნესებისთვის იწყება თვეში 29 აშშ დოლარიდან. კომპანია მათ ასევე სთავაზობს ბევრ დამატებით სერვისს, რომელიც ბიზნესს ავტომატიზებულ ფუნქციონირებაში შეუფერხებლად ეხმარება. Shopify ახლა იღებს სტარტს. პლატფორმამ ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავა, მაგრამ ეს ბაზრის შესაძლებლობის მხოლოდ ნაწილია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები