თეგეტა ჰოლდინგი დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა
17 სექტემბერს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. ამ საერთაშორისო თარიღს წელს თეგეტა ჰოლდინგიც შეუერთდა.
თეგეტა ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის, დიღმის ჭალების დასუფთავებაზე იზრუნეს. აქცია "პოლივიმის", "პარკი არ მინდასა" და "დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის" მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებიც გააცნეს. დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ წესების მიხედვით შეგროვდა.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "გარემოზე ზრუნვა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი — თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. საამაყოა, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მოხალისეს ჩვენი დიდი გუნდიც შეუერთდა და მცირედი წვლილი შევიტანეთ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორიის დასუფთავებაში".
ცალკე მოგროვდა ათობით გამოყენებული საბურავი. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა გადაყრილი საბურავები მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.
თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლების მიერ დიღმის ჭალებში შეგროვებული ნარჩენები გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ.
დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-მდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა საერთო ძალისხმევით დაძლიონ ნარჩენების გლობალური პრობლემა და მდგრად განვითარებას შეუწყონ ხელი.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები