შსს-ს ახალი განცხადება: რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირია

ფოტო: რადიო თავისუფლებ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში არსებულ ვითარებაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყება ადასტურებს, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
- კერძოდ, შსს-ის ინფორმაციით, შენობაში მძევლად 12 ადამიანი რჩება.
გამოძიება უწყებამ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს.
- მძევლად ხელში ჩაგდებას;
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
- ტერორისტულ აქტს;
- ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა პირდაპირ ეთერში გადაღებული ვიდეოები, რომელიც, სავარაუდოდ, ბანკში არსებულ სიტუაციას ასახავს.
- კადრებში ჩანდა, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი მძევლებს ვიდეოს გადაღებას აიძულებს, მის მოთხოვნებს აჟღერებინებს და შესასრულებლად დროს იძლევა, თუმცა რთულია იმის თქმა, როდის დაიწყო მან ათვლა.
- თავდამსხმელს სახე აქვს დაფარული, მაგრამ მისი ხმა ისმის — ის ტერიტორიის დასატოვებლად სხვადასხვა ტრანსპორტს, ასევე, რუსეთს დროშას და ანკესს ითხოვს.
- ამასთან, ის მძევლებს ეუბნება, რომ ბანკის კარზე და სხეულზე დამაგრებულია ბომბები — ამ ეტაპზე შსს-ს ვიდეოებზე არ უსაუბრია.
არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.
- ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები