8 საინტერესო ფაქტი ჯორჯ მარტინის შესახებ
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სახელია. მწერალს, რომელმაც ლეგენდარული ფენტეზი საგა, ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, შექმნა, "ამერიკელ ტოლკინადაც" მოიხსენებენ. მარტინს კი წიგნებზე არანაკლებ საინტერესო ბიოგრაფია აქვს.
1. ბავშვობაში თავის დაწერილ ამბებს ყიდდა
მომავალი მწერალი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ბეიოუნში, გაიზარდა, სადაც მამამისი გემებზე მტვირთავად მუშაობდა.
"ბეიოუნში რომ ვცხოვრობდი, ძალიან მინდოდა, იქიდან თავი დამეღწია", — იხსენებს მარტინი, — "იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადგილი იყო — ბევრი მხრივ ბეიოუნი მშვენიერი ქალაქი გახლდათ. თუმცა, ჩვენ ღარიბები ვიყავით. ფული არ გვქონდა და ვერსად დავდიოდით".
რადგან ბავშვობაში ბეიოუნიდან არსად წასულა, მარტინმა მოგზაურობა წიგნების მეშვეობით გადაწყვიტა. ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა კითხვა და მეტიც — წერას მიჰყო ხელი. მოგვიანებით იმასაც მიხვდა, რომ თავის საყვარელ საქმიანობას შემოსავლის მოტანა შეეძლო, ამიტომ ურჩხულებზე დაწერილ მოთხრობებს სამეზობლოში სხვა ბავშვებზე ყიდდა — თითოეულს პენიდ. მარტინს ამ საქმისთვის თავის დანებება მაშინ მოუხდა, როცა მის ერთ-ერთ "კლიენტს" ღამის კოშმარები დაეწყო, ამბავმა კი ჯორჯის დედის ყურამდეც მიაღწია.
2. ძალიან უყვარს კომიქსები
მარტინმა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ფენტეზის ჟანრის პროზა განავითარა, თუმცა, ამასთან, კომიქსების დიდი მოყვარულიცაა და ამ სახის ლიტერატურას მიაწერს თავისი კარიერის დაწყებასაც.
"კომიქსების მადლიერი ვარ, რადგან მათ მაქციეს მკითხველად, რამაც შემდეგ მწერლად მაქცია", — ამბობს მარტინი, — "1950-იანების ამერიკაში ჩვენ საგანგებო წიგნები გვქონდა კითხვის სასწავლად. ისინი მოგვითხრობდნენ დიკსა და ჯეინზე (პოპულარული ამერიკული კლასგარეშე საკითხავის პერსონაჟები), რომელთაც ყველაზე მოსაწყენი ოჯახი ჰქონდათ. არავის ვიცნობდი, ვინც მათნაირად ცხოვრობდა. აი, ბეტმენსა და სუპერმენს კი ბევრად საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. გოთემი ბევრად მომხიბვლელი იყო, ვიდრე ის ქალაქი, სადაც დიკი და ჯეინი ცხოვრობდნენ".
3. ახალშეძენილ სახლში ბიბლიოთეკის კოშკურა ააგო
2009 წელს მარტინმა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფეში, სახლი იყიდა. ახალშეძენილი სახლი მისი ბინის მახლობლად მდებარეობდა და იქ მწერალმა სამუშაო სივრცე მოიწყო. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯორჯმა თავისი ბიბლიოთეკისთვის კოშკურის აგებაც მოიწადინა. მართალია, მეზობლებმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება არ მისცეს, სასურველი სიმაღლის კოშკი აეგო, თუმცა, მარტინმა ჩანაფიქრი ნაწილობრივ მაინც განახორციელა.
4. წარუმატებელმა რომანმა ტელევიზიისკენ უბიძგა
სანამ მარტინი 1996 წელს გამოცემული სატახტოთა თამაშით გაითქვამდა სახელს, 1983 წელს რომანი, სახელად The Armageddon Rag გამოსცა. წიგნი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, პროდიუსერმა ფილ დეგერემ მისი ეკრანიზაციის გადაღება მაინც მოიწადინა. საბოლოოდ, ეს პროექტი ვერ შედგა, მაგრამ დეგერემ მარტინის ნიჭიერება დაინახა და რადგან იმ დროისთვის The Twilight Zone-ის ახალ ვერსიას იღებდნენ, ავტორს თანამშრომლობა შესთავაზა. მარტინმა რამდენიმე ეპიზოდის სცენარი დაწერა, მერე კი სერიალ Beauty and the Beast-ზეც იმუშავა.
5. მწერლის სტილი ტელევიზიის სტანდარტებს ვერ მოერგო
მართალია, მარტინმა სატელევიზიო პროექტებზე მუშაობისას წარმატებას მიაღწია, ტელევიზიის სტანდარტები მისთვის მაინც ხელისშემშლელი იყო. მას გამუდმებით უწევდა შენიშვნების მიღება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი — არა.
"ბევრი შეზღუდვა გვქონდა და ამან მოტივაციაც ჩამიკლა", — იხსენებს მწერალი, — "გამუდმებით კამათობდნენ ცენზურაზე, როგორ უნდა წარმოჩენილიყო სექსუალური შინაარსი, რამდენად პოლიტიკური იყო სცენა და რამდენად ძალადობრივი უნდა ყოფილიყო ის. არავის განაწყენება არ სურდათ. ასეთი დავა იყო Beauty and the Beast-ზეც. ურჩხულს ხალხი უნდა დაეხოცა, პერსონაჟის არსიც ეს იყო. ის ხომ ურჩხული გახლდათ. მაგრამ ტელევიზიას სისხლის და ხალხის დახოცვის ჩვენება არ სურდა. პერსონაჟი მოსაწონად უნდა დარჩენილიყო".
6. სატელევიზიო სტანდარტების შეცვლას მარტინი HBO-ს მიაწერს
მარტინის ლეგენდარული ყინულისა და ცეცხლის სიმღერა სატელევიზიო ეკრანზე HBO-მ გააცოცხლა. სერიალი 2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. როგორც ჩანს, მწერალი არა მხოლოდ კმაყოფილი დარჩა თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციით, კომპანიას მისთვის ასე საძულველი სტანდარტების შეცვლასაც უმადლის.
"HBO-მ შეცვალა ის სტილი, სადაც ყველა მოსაწონი უნდა ყოფილიყო", — ამბობს მარტინი, — "ეს The Sopranos-მა შეძლო. იქ თქვენ ტონი სოპრანოს ხვდებით, რომელიც ფსიქიატრის კაბინეტში იმყოფება და თავის დეპრესიასა და ამგვარ რაღაცებზე საუბრობს. თქვენ კი ეს კაცი მოგწონთ. მერე იგი მანქანაში ინაცვლებს, მიდის თავის მოვალესთან და წიხლებს ურტყამს. ეს რამდენად მოსაწონია? თქვენ უკვე აღარ გადარდებთ, რადგან სერიალით დაინტერესდით. HBO-მდე კი Breaking Bad-ში უოლტერ უაითისნაირი პერსონაჟი ვერანაირად იარსებებდა".
7. საკუთარი კინოთეატრი აქვს
2006 წელს სანტა-ფეში კინოთეატრი დაიხურა, რამაც ქალაქის ბევრ მცხოვრებს, მათ შორის, მარტინს, გული დასწყვიტა. წლების შემდეგ, მწერალმა უკვე საკუთარი სახსრებით შეძლო, კინოთეატრი კვლავ გაეხსნა. 2013 წელს გახსნილ კინოთეატრში დღეს ფილმების გარდა საგანგებო ღონისძიებებიც იმართება — მაგალითად, იქვე აჩვენებდნენ სატახტოთა თამაშის სერიებს. ობიექტს ეკუთვნის ბარიც, სადაც ვესტეროსის სასმელებით გაგიმასპინძლდებიან.
8. ერთხანს ფულს ჭადრაკის თამაშით შოულობდა
მომავალმა მწერალმა ჭადრაკის თამაში სკოლის პირველივე კლასებში ისწავლა. თამაში კოლეჯშიც გააგრძელა, მერე კი მოჭადრაკეების გუნდის კაპიტანი გახდა.
"ორი თუ სამი წელი მშვენივრად ვიყავი", — იხსენებს მარტინი, — "მწერლების უმეტესობას სამსახური სჭირდება; ხუთი დღე მუშაობენ და მერე უქმეებზე წერენ ხოლმე. ჭადრაკის ტურნირები კი ყოველთვის უქმეებზე იმართებოდა, ამიტომ შაბათ-კვირას ვმუშაობდი, შემდეგ კი საწერად ხუთი დღე მქონდა. ჭადრაკმა იმდენი ფული მაინც მაშოვნინა, რომ გადასახადები დამეფარა".
ბონუსი: ზამთრის ქარები რომ ჯერ ვერ დაასრულა, ამის მიზეზი აქვს
მწერლის მრავალრიცხოვანი მკითხველი არაერთხელ დარაზმულა, მის დასაპატიმრებლადაც კი. ცეცხლისა და ყინულის სიმღერა შვიდწიგნეული საგაა, თუმცა, მისი ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე ნაწილი, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ ბევრმა ქარმა ჩაიარა; დაიწყო და დასრულდა წიგნების მიხედვით გადაღებული სერიალი, თუმცა, მკითხველები ჯერ კიდევ ელოდებიან სერიის მეექვსე ნაწილს — ზამთრის ქარებს. ამის მიზეზი კი, რეალურად, მწერლის შეცვლილი ცხოვრების სტილია.
"ბოლო წლებში, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პრობლემას ქმნის, რადგან ყურადღებას მიფანტავს", — აღიარებს მარტინი, — "წიგნები და სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სულ ინტერვიუებს ვიძლევი, აქეთ-იქით დავდივარ. უცებ სამხრეთ აფრიკაში ვარ ხოლმე წასასვლელი, ან დუბაიში. დუბაიში უფასო მოგზაურობაზე კი ვინ იტყვის უარს? როცა ვმოგზაურობ, არ ვწერ. არც სასტუმროს ნომრებში და არც — თვითმფრინავში. მუშაობისთვის შინ ყოფნა მჭირდება, რათა არავინ შემაწუხოს. მთელი ჩემი ცხოვრება სულიერი არ მაბეზრებდა, ახლა კი ყოველდღე ყველა მაწუხებს".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები