ვოლვომ უსაფრთხოების ახალი სისტემები შვედეთში საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა
შვედეთში, ვოლვოს ქალაქად წოდებულ გეტებორგში, ბრენდის იმპორტიორების შეხვედრას ვოლვო ქარ კავკასიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შვედური ბრენდის საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "დღეს, ხვალ, ერთად", სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვოლვო ქარსის 1400-ამდე ოფიციალური სადილეროს წარმომადგენელი დაესწრო.
ვოლვო ქარ კავკასიის წარმომადგენლები, სხვა დელეგატებთან ერთად, ექსკლუზიურად გაეცნენ შვედური ბრენდის სამომავლო გეგმებს. კონფერენციის მონაწილეებს პირველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვოლვოს მიერ შექმნილი მომავლის სისტემები ეხილათ, მათ შორის — Lidar ტექნოლოგია. მძღოლის ახალი დამხმარე სისტემა ვოლვოს ყველაზე დიდი ზომის SUV-ში იქნება ჩამონტაჟებული. ვოლვოს ინჟინრების თქმით, Lidar სისტემა გზაზე 250 მეტრის რადიუსში შეძლებს დააფიქსიროს ობიექტი, მაშინაც კი, როდესაც სიბნელეა და ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გათვალოს ობიექტის ქმედება. უსაფრთხოების ახალი სისტემის საშუალებით, ავტომობილს შეჯახების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი მანევრირების შესრულება შეეძლება. ვოლვოში ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია ავტონომიური მართვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "მოხარული ვართ, რომ ვოლვო ქარ კავკასიის წარმომადგენლობას შესაძლებლობა მოგვეცა, ბრენდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დავსწრებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩვენს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა, ვოლვოს ქარხანა დაეთვალიერებინა და ადგილზე გასცნობოდა, როგორ ეწყობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები. ასევე ვესტუმრეთ გეტებორგის ერთ-ერთ უდიდეს შოურუმს, რომლის ანალოგიც მალე საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგია და ბრენდის სწრაფვები გაგვიზიარეს".
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შვედური პრემიუმ ბრენდის სამომავლო გეგმები, სტრატეგია და კომერციული ტრანსფორმაცია გააცნეს.
ვოლვო გეგმავს, რომ 2025 წლისთვის წარმოების 50% იყოს ელექტრიფიცირებული, ხოლო 2030 წლისთვის - სრულად ელექტრიფიცირებული. ამ სტრატეგიის მიხედვით, უახლოეს მომავალში ბრენდი კიდევ უფრო მეტი ახალი ელექტრომოდელის წარდგენას გეგმავს.
ამბიციურია ვოლვო ქარ კავკასიის გეგმებიც, რომელიც რეგიონში ვოლვოს პირველი ელექტრომობილების შემოყვანას 2023 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
კომენტარები