"ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს" — ბაიდენმა გაეროში პუტინის მუქარაზე ისაუბრა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო გააკრიტიკა და ბირთვულ იარაღზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას შეეხო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინი დღეს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა და თქვა, რომ რუსეთს "სხვადასხვა ქვეყნის განადგურების საშუალებები" აქვთ, ზოგიერთ კომპონენტში კი უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს.
- ის ამბობს, რომ თუ მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, მათ ხელთ არსებულ "ყველა საშუალებას" გამოიყენებენ.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და სხვას აბრალებს შესაძლო ბირთვულ კატასტროფას მაშინ, როცა ატომურ ელექტროსადგურებს რუსული ძალები ბომბავენ.
დეტალები: ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობის ძირითადი პრინციპები დაარღვია.
- ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი უპასუხისმგებლოდ იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარას აჟღერებს.
- "გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და ცდილობდა, რუკიდან გაექრო სუვერენული სახელმწიფო, რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები".
პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა.
- ამ გადაწყვეტილების გამართლება პროპაგანდისტული ნარატივით სცადა და განაცხადა, თითქოს რუსული ჯარები არამხოლოდ "ნეონაცისტურ ჯგუფებს", არამედ "კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან.
- ვინაიდან მობილიზაცია დღეიდან დაიწყო, რუსეთში პანიკაა და მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან თავის დაღწევას დღესვე ცდილობს.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები