ვოლოდიმირ ზელენსკი

23 Sep. 2022, 12:50

რუსებს რუსულად ავუხსნი რა ხდება.

რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. მართალია არა მასშტაბური, მაგრამ აქციები იყო და არის და ეს მაჩვენებელია. არა მარტო მოსკოვსა და პეტერბურგში. ჩვენ ვიცით რეალური განწყობა რუსეთის რეგიონებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაღესტანში, ბურიატიაში, რუსეთის სხვა ნაციონალურ რესპუბლიკებში და რეგიონებში ხვდება, რომ ისინი უბრალოდ გადააგდეს, სასიკვდილოდ გადააგდეს.

რატომ უნდა მოკვდეს, მაგალითად, დაღესტნელი ან ვინმე სხვა ხარკოვის რეგიონში ან დონეცკის მახლობლად? დიახ, იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა რუსეთში ასე გადაწყვიტა — რუსეთის ყველა მოქალაქის ნაცვლად. სხვა მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, მას ასე სურს.

თქვენ უკვე თანამონაწილეები ხართ ყველა ამ დანაშაულის, უკრაინელების მკვლელობისა და წამების. იმიტომ რომ ჩუმად იყავით, იმიტომ რომ ჩუმად ხართ.

ახლა კი თქვენი არჩევანის დროა. რუსეთში კაცებისთვის არჩევანი ასეთია — მოკვდნენ ან იცოცხლონ, გახდნენ შშმ პირები ან შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. ქალებისთვის არჩევანი კი ასეთია — სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, ვაჟები, შვილიშვილები, ან მაინც შეეცადონ დაიცვან ისინი სიკვდილისგან, ომისგან, ერთი ადამიანისგან.

უბრალოდ იფიქრეთ იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომელთა წაყვანაც სურთ! ზუსტად ვიცით, რომ 300 000 კაცის გაწვევაზე წინასწარ იყო დაბეჭდილი და ხელმოწერილი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ გამოჩნდებოდა. ჩვენმა დაზვერვამ ეს დაამტკიცა. მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ემზადება ჯარში მილიონამდე კაცის წასაყვანად — ეს არის მთავარი, რაზეც ახლა დუმან. 

ჩვენ ვიცით, რომ ისინი წაიყვანენ ყველას, განურჩევლად. არა მარტო რეზერვისტებს, არამედ ყველა კაცს. ვიღაცას შეაშინებენ, რომ ომის თავიდან აცილების უფრო ეშინოდეს, ვიდრე ომში დაღუპვის.

ამ ომში ექვს თვეში 55 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ათიათასობით არის დაჭრილი, დასახიჩრებული. მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით, ან უკრაინას ტყვედ ჩაბარდით — ეს არის თქვენთვის გადარჩენის ვარიანტები.

რუსო დედებო, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენი სახელმწიფოს უმაღლესი შვილები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ იქნებიან ჩართული. ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ თქვენს ქვეყანაში, ზრუნავენ თავიანთ შვილებზე და თქვენს შვილებს არც კი მარხავენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება

მოკლედ: საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ "შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად,…