გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი — ვოლვო ქარ საქართველომ" H1-ი წარმატებით დახურა
ვოლვო ქარ საქართველომ 2022 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების რეალიზაციის 70%-იანი ზრდა აჩვენა. დეფიციტებისა და ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წელი წარმატებით დაიწყო.
ამ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ქროსოვერები იყო. პირველი ადგილი შვედური პრემიუმ ბრენდის საოჯახო ზომის SUV XC90-მა დაიკავა, რომელსაც რიგითობით საშუალო ზომის SUV XC60 და ქალაქის კომპაქტური SUV XC40 მოყვება.
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "მოთხოვნა ყველა მოდელზე მაღალია, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მაღალი გამავლობის მანქანებზე იყო. სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად რჩება ნახევარგამტარების საკითხი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გარკვეული დეფიციტი ავტომობილებზე კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლება. მოლოდინები ოპტიმისტურია და სიტუაციის ცვლილების შემდეგ უკვე ყველა მოდელი გვეყოლება: მაღალი გამავლობის სედანები, უნივერსალის ტიპის ავტომობილები, დატენვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრომოდელები. ველოდებით ახალი მანქანების შემოსვლას და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ".
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდულ ავტომობილებში 50% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდიოდა, რაც ვოლვო ქარ საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია ბრენდის მდგრადი მიზნებისკენ სწრაფვაში.
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "დამუხტვად ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფაქტია, საქართველოც უახლოვდება და იზიარებს ბრენდის მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის რეალიზებული ავტომობილების 50% ელექტრო, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულძრავიანი უნდა იყოს".
მომავალი წლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კომპანიის ახალი შოურუმიც იქნება. პროცესი უკვე დაწყებულია, მშენებლობა სრულად ვოლვოს სტანდარტებით მიმდინარეობს. ახალი სივრცე საექსპოზიციო ნაწილთან ერთად, შვედური ბრენდის ავტომობილებისათვის საჭირო სრულ სერვისსაც გააერთიანებს.
ახალი შოურუმის დასრულებამდე, უსაფრთხოებით გამორჩეული, ვოლვოს სკანდინავიური სტილის ავტომობილები შეგიძლიათ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე POP-UP შოურუმში დაათვალიეროთ. ჩაეწეროთ ტესტდრაივზე და შვედური ბრენდის მანქანის შესაძლებლობები პირადად გამოსცადოთ.
მარაგში არსებული სრული სამოდელო რიგის ნახვაა შესაძლებელი კომპანიის ციფრულ მაღაზიაშიც. მომხმარებელს შუძლია ვოლვო ქარ საქართველოს ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები