დმიტრო კულება

23 Sep. 2022, 17:31

ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, არა უშავს, რომ გეშინოდეს. მაგრამ იცით, რა ვისწავლე ამ ომში? აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არ გქონდეს შიში, მაგრამ გეშინოდეს. მე მეშინია იმის, რა დაემართებათ ჩემს შვილებს — ისინი უკრაინაში არიან ჩემთან ერთად, სკოლაში დადიან და ყოველ ჯერზე, როცა საჰაერო თავდასხმის სიგნალი ირთვება, თავშესაფარში უწევთ წასვლა. მაგრამ ამავე დროს, მე მტრის მიმართ შიში არ მაქვს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. 

შიშს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი პარალიზება მოახდინოს, მაგრამ სრულიად ნორმალურია, რომ რაღაცების გეშინოდეს, ახლობლის დაკარგვის ან იმ პრობლემის წინაშე დადგომის, რომელსაც ვერ გაუმკლავდები.

24 თებერვალს, როცა უკრაინაში დავბრუნდი — აშშ-დან ვბრუნდებოდი — ჩემი შიში საზღვარზე დავტოვე და მილიონობით უკრაინელმაც შიშზე უარი თქვა. ეს მართლა ერთადერთი გზაა, რომ გაიმარჯვო — უნდა დარჩე გონივრული, მაგრამ უარი უნდა თქვა შიშზე. და როცა ჩემმა პრეზიდენტმა თქვა: "არ ვტოვებ კიევს, აქ ვრჩები, ვრჩები ჩემს ერთან, სამხედროებთან ერთად", ეს იყო მომენტი, როცა ჩვენ, როგორც ერმა შიში გვერდზე გადავდეთ და ვთქვით: "ჩვენ ვიბრძოლებთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ