$27 500 დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების განსავითარებლად — რა შეიქმნება
თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფორმაციის ზღვიდან იმის გარჩევაა, რას უნდა ვენდოთ და რას — არა. ინფორმაციის მატებასთან ერთად დეზინფორმაციასაც ეზრდება გავრცელების არეალი. ზოგი ადამიანი მეტად და ზოგიც ნაკლებადაა დაცული დეზინფორმაციისგან, მაგრამ სრული დაცულობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ხშირ შემთხვევაში ყალბი ამბები მიზანმიმართულად იქმნება და მისი შემქმნელების ამოცანა ჩვენი ემოციებით მანიპულირებაა. დეზინფორმაციული კამპანიები ქვეყნებს შორის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღია.
დეზინფორმაციასთან დაპირისპირება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესებში ადამიანურ რესურსთან ერთად არაერთ ტექნოლოგიურ პროდუქტს იყენებენ. ექსპერტების აზრით, გამოსავალი ჭკვიან ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში შეიძლება იყოს.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციების შეჯიბრი მიზნად ისეთი ტექნოლოგიების შექმნასა და დახვეწას ისახავს, რომლებსაც ინტერნეტში ჩვენი გამოცდილების შეცვლა შეუძლიათ. ღონისძიება Zinc Network-ის USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა. გამოვლინდა ორი გამარჯვებული სტარტაპ კომპანია. არის მესამე — თავისუფალ კატეგორიაში გამარჯვებულიც — და ეს ჟურნალისტური რესურსცენტრია. გამარჯვებულები დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მასზე რეაგირებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებს შექმნიან.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციების შეჯიბრმა სტარტი 21 ივლისს აიღო და ტექ. კონკურსანტებს სამი საკონკურსო დავალება მიეცათ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი.
კონკურსის ფარგლებში პირველი დავალება ისეთი ხელსაწყოს შექმნას მოიაზრებდა, რომელიც სოციალურ ქსელებში კოორდინირებული დეზინფორმაციული ქსელების გამოვლენას შეძლებდა. ხელსაწყოს იმის დადგენაც უნდა შეძლებოდა, თუ როგორ არიან ეს ქსელები ერთმანეთთან დაკავშირებული.
ამ კატეგორიაში AIDENT-მა გაიმარჯვა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტად უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს და დაინტერესებულ მხარეებს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიაწვდის ინფორმაციას.
კომპანიის დამფუძნებლის, დავით მაღრაძის თქმით, ეს ინვესტიცია მისი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესია და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მეორე დავალების კატეგორიაში Data Analysis Laboratory-იმ გაიმარჯვა. გამარჯვებულები ისეთ ხელსაწყოს შექმნიან, რომელსაც ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობის ფუნქცია ექნება. კერძოდ, პროგრამა დასკანერებულ ფაილებს (screenshots, PDF, djvu) ისეთ სკრიპტად გადააქცევს, რომლის აღქმაც ნებისმიერ კომპიუტერს შეეძლება. პროგრამა მკვლევრებს საეჭვო ბიზნეს კავშირების დროის უმოკლეს მონაკვეთში გამოვლენისა და დახარისხების საშუალებას მისცემს.
მესამე, თავისუფალ კატეგორიაში გამარჯვებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟურნალისტური რესურს ცენტრია. კონკურსის მესამე კატეგორიაში დავალება წინასწარ განსაზღვრული არ არის შესაბამისად, ამ კატეგორიაში ისეთი კრეატიული იდეა შეირჩა, რომელიც გრძელ ვადაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას გაადვილებს. ჟურნალისტური რესურსცენტრის წევრები საკუთარი იდეის განსახორციელებლად სხვა გამარჯვებულების მსგავსად 42 500 დოლარს მიიღებენ.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსი პირველად შარშან გაიმართა. შარშანაც და წელსაც, კონკურსმა ტექ. კომპანიებს საშუალება მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელ პროცესებში. შარშანდელი გამარჯვებულები MettaMine, Pulsar.ai and Wavetech იყვნენ. კომპანიებმა დაფინანსების სახით ჯამურად $127 500 მიიღეს. ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის, Wavetech.ai-ის შექმნილ ხელსაწყოს MediaSpeech-ს შ ვიდეო ან აუდიოკონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია შეუძლია.
კონკურსში გასულ წელთან შედარებით 78%-ით მეტი განაცხადი შემოვიდა, ფინალში კი შვიდი კომპანია გავიდა.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების მეორე კონკურსი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის, Startup Grind-ისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. წლევანდელ კონკურსს ასევე მხარს უჭერდნენ, სპონსორი კომპანიები: აჭარაბეთი, Couching Lab და IWPR.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები