გიგა ბოკერია

26 Sep. 2022, 23:46

სანამ ეს ხდება, რომ მოსულა ყველაფერი, უბრალოდ ტალახის სროლა, ერთმანეთისთვის დაბრალება მოღალატეობის, შეკვრის-შემოკვრის, რასაც საფუძველი ჩაეყარა წლების წინ, მანამდე ეს ყველაფერი გაგრძელდება და ამ ყველაფრის ძირი, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არის ის, რომ როცა ადამიანებს ღირებულებები და ფასეულობები არ აერთიანებთ, პოლიტიკური შეხედულებები არ აერთიანებთ, უბრალოდ, აერთიანებთ ამ მომენტის ინტერესები და სხვადასხვა დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძვიან, მათ შორის, ძალიან ბინძური მეთოდებით. ეს არის მაგალითი იმისი, რაც უნდა წარსულს ჩაბარდეს [...]

მე ნაციონალური მოძრაობის ცვლილებებს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც არიან უკმაყოფილოები, სრულიად საფუძვლიანად, პოლიტიკური ოპოზიციის მოქმედებების, მაგრამ ძალიან ხშირად ყველას მიაწერენ ხოლმე იმას, რასაც აკეთებს ყველაზე მსხვილი პარტია, უნდა გამოიტანონ დასკვნა, რომ თუ ანგარიშს არ მოსთხოვ, თუ შედეგს არ დაუყენებ პოლიტიკურ ძალას შემდეგ არჩევნებზე და მაინც მხარს დაუჭერ იმიტომ, რომ არ მოგწონს ხელისუფლება, მაშინ ის ძალა ისე იხრწნება, რასაც დღეს ვხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!

საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და…