NGO-ების განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ საზღვარზე შემოწმების სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა შემაშფოთებელია
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთ კავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ისინი ამბობენ, რომ რუსეთში დაწყებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში, რუსეთის მიერ კოლონიზებული და მასთან ისტორიული დაპირისპირების გამოცდილების მქონე საზოგადოებების მხარდაჭერა კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლი, ამოცანა იყო
- ამასთან, მათივე თქმით, რეგიონში მეგობრული და სოლიდარული ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის ამ რთულ მომენტში სწორი პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა არსებითია.
დეტალები: განცხადების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის ძირითადად სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს.
- თუმცა, მედიასთან და ორგანიზაციებთან არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი ვინც მათ გვანან) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222).
- ორგანიზაციების თქმით, ცხადია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სეგრეგირებული და სავარაუდოდ დისკრიმინაციული პრაქტიკა დროულად აღმოფხვრას და ეს პროცესი თანასწორობისა და ღირსების პატივისცემის პრინციპებს დააფუძნოს;
- ასევე, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს მისცენ შესაძლებლობა მოინახულონ ე.წ. ნეიტრალური ზონები, რომ შეძლონ ადგილზე უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი;
- ისინი მოუწოდებენ მთავრობას, შექმნას სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები, რომელიც პროცესთან დაკავშირებული რისკების, რელევანტური შემაკავებელი და მაკომპენსირებელი ზომების მიღებაზე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან მსჯელობის სივრცე იქნება;
- ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, შეიმუშაოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საზღვრის კვეთის მარეგულირებელ კანონმდებლობაში თვითნებობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლო უფლების ხელყოფის რისკებს შეამცირებს.
განცხადებას ხელს აწერენ სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავკასიური სახლი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები