რას ამბობს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წულუკიანის ბრალდებაზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: წულუკიანმა გუშინ, 28 სექტემბერს თქვა, რომ მისკენ დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიწია.
- მისი თქმით, როცა ამ პირმა დასარტყმელად გაიწია, ერთ-ერთი მწვრთნელი და მოადგილე გადაეფარა.
- "მისი ეს გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს და როცა მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა, მოდი ვიმუშაოთ, გამოგზავნეთ რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის, შემდეგ..." — განაცხადა მინისტრმა
- მანამდე, 22 სექტემბერს პარლამენტში ისაუბრა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს.
წიკლაური ბრალდებებს აბსურდულს და ცილისმწამებლურს უწოდებს, ასევე ამბობს, რომ ამ შურისძიების ობიექტია.
- წერს, რომ კრივის ისტორიაში "უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ", სამინისტროში დაიბარეს და აცხადებს, რომ ეგონა მიულოცავდნენ;
- "სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს", — ამტკიცებს წიკლაური;
- კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ მინისტრისგან მიიღო ულტიმატუმი დაეტოვებინა თანამდებობა, რასაც არ დათანხმდა;
- "აკი შემომითვალეს რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ "ჩემს უკან ოჯახი დგას" ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა".
გარდა ამისა, წიკლაური ამბობს, რომ მისი აზრით, მინისტრი "მასზე არ გაჩერდება".
- "ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე ჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას. ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ".
არქივიდან: ქალმა დეპუტატებმა, ხათუნა სამნიძემ, თამუნა კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და თეონა აქუბარდიამ წულუკიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება ქალი მინისტრი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელება და კაცებთან ურთიერთობა;
- ასევე, აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, უთანასწორობას განიცდის, ამიტომ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათ მიმართ სოლიდარულები იქნებიან;
- დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხით, როგორც კაცი დეპუტატები, ასევე, უფლებადამცველები და გენდერული საბჭო უნდა დაინტერესდეს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები