RSDI – უმაღლესი სასწავლებლების როლი მდგრადი განვითარების პროცესში
რამდენიმე წლის წინ გლობალურ დათბობაზე მხოლოდ მეცნიერები საუბრობდნენ. დღეს კი მის მავნე ეფექტს რიგითი ადამიანებიც გრძნობენ. 2022 წლის ზაფხული უჩვეულოდ ცხელი დღეებით გამოირჩეოდა. დასავლური კომპანიები გარკვეული პერიოდით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, რათა თანამშრომლების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდნენ. ფერმერებმა მოსავლის გარკვეული ნაწილი გვალვისგან ვერ გადაარჩინეს. მეხანძრეები კი უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ ალმოდებული ტყეების გადარჩენას. ზიანის მომტანი მოვლენები მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. საქართველოსაც მოუწია მათთან გამკლავება.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოები, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, აქტიურად ცდილობენ ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა: გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, რესურსების არარაციონალური გამოყენება და სხვა. ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების ერთადერთი იმედი მეცნიერული ცოდნა და ინოვაციური ტექნოლოგიებია.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დიდ ყურადღებას უთმობენ მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვითი საკითხების შესწავლას. კვლევითი ინსტიტუტები დიდ რესურსებს ხარჯავენ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდუსტრიების ეფექტიან ფუნქციონირებაში და ამავე დროს, გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებენ. მეცნიერები მუდმივად გამოსავლის ძიების პროცესში არიან. სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა ორგანიზაციები კი მათ მიღწევებს პრაქტიკაში ნერგავენ.
რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის აზრით, გლობალური გამოწვევები ტექნოლოგიების არაჯანსაღი გამოყენების შედეგია და მათი დაძლევა ისევ ტექნოლოგიური ინოვაციებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ნებისმიერ "მწვანე პოლიტიკას" საფუძველს ისევ მეცნიერება უმზადებს. RSDI მიიჩნევს, რომ საქართველ ისევე უნდა მოემზადოს გლობალურ გამოწვევებთან შესახვედრად, როგორც სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მართალია, საქართველოში ტერმინი "მდგრადი განვითარება" საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულება შეიძლება ითქვას, რომ უყურადღებოდაა დატოვებული.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის აზრით, საქართველოში ძალიან მალე აღმოვჩნდებით მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვითი საკითხების სპეციალისტების საჭიროების წინაშე. RSDI-ში ამბობენ, რომ ეფექტიანი მწვანე პოლიტიკის შემუშავება გართულდება, ბიზნესი ვერ შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეტი ეფექტიანობის მიღწევას, საზოგადოებს მოუწევს დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და სხვა.
RSDI თვლის, რომ მდგრადი განვითარება, სწორედ რომ დღევანდელი გონივრული მოქმედებებით ჯანსაღი მომავლის შექმნას გულისხმობს. დღეს ეს მისია ქართულმა უნივერსიტეტებმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნით უნდა იტვირთონ. მუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი არასამთავრობო მუშაობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე, მხოლოდ ერთი სექტორი ვერ გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს.
გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში, რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს - ახალგაზრდები მდგრადი ცვლილებებისთვის. პროექტი მხარდაჭერილია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის - Dekabristen e.V.-ისა და SOIN - Social Innovation Network-ის მიერ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები