პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებაზე არ უსაუბრიათ
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
- ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
- ვიზიტი ოფიციალურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების თემა დღის წესრიგში არ ყოფილა.
რა ვიცით ლუკაშენკოს ვიზიტზე: ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტი პუტინის ინიციატივაა და თქვა: "გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".
- დე ფაქტო რეჟიმის ვიდეოებში ლუკაშენკოს არცერთხელ არ მოუხსენებია აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა: "ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არის, მას რუკიდან ვერ წაშლი, ვერანაირი სანქცია ამას ვერ იზამს".
- გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებდა იმასაც, რომ არავისთვის ცუდი არ უნდათ, მათ შორის, არც საქართველოსთვის.
"ჩვენ ჩამოვედით სიკეთით. თუ რამით შეგვიძლია თქვენი დახმარება, თან ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, მისი მიმართულებები კი არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
- უწყებაში "პროტესტის ნიშნად" ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.
- პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკოს საქციელი.
- " ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", — განაცხადა მან.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები