კობახიძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რეაგირება უკვე მოხდა
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
- ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
- ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
- ე.წ ვიზიტი ოფიციალურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
კობახიძე ამბობს, რომ რეაგირება გამოიხატება ორ რამეში — უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებსა და ელჩის დაბარებაში.
- "რეაგირება უკვე იყო უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან".
- აღნიშნავს, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელარუსის მიერ.
- "ამისთვის იდგმება ის ნაბიჯები, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია. ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი "რეაგირებისკენ", რომლებიც იქნება მიმართული სწორედ აღიარებისკენ და ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი".
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა, რომ ბელარუსის მხრიდან ე.წ ვიზიტის შესახებ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც მისი შეფასებით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას.
- პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ ოცნებას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით წარმატებული პოლიტიკა აქვს.
- ამ თემაზე საუბრისასაც ახსენა ოპოზიციური პარტიები და თქვა, რომ მათი განცხადებები პროვოკაციულია.
- აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის "ეროვნული ინტერესია", რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ, "ბელარუსიც შეემატოს".
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
- უწყებაში "პროტესტის ნიშნად" ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.
- პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკოს საქციელი.
- " ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", — განაცხადა მან.
ოპოზიცია: მათი ნაწილი ამბობს, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
- ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიქტატორული ლუკაშენკოს სახელმწიფოდან ელჩის გამოწვევა". ასევე მისი აზრით, უნდა შეწყდეს ავია გადაზიდვები, პირდაპირი ფრენები.
- განცხადებები გააკეთეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც და დაგმეს ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში.
რა ვიცით ლუკაშენკოს "ვიზიტზე": ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა პუტინის ინიციატივა იყო და თქვა: "ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".
- დე ფაქტო რეჟიმის ვიდეოებში ლუკაშენკოს არცერთხელ არ მოუხსენებია აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა: "ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არის, მას რუკიდან ვერ წაშლი, ვერანაირი სანქცია ამას ვერ იზამს".
- გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებდა იმასაც, რომ არავისთვის ცუდი არ უნდათ, მათ შორის, არც საქართველოსთვის.
"ჩვენ ჩამოვედით სიკეთით. თუ რამით შეგვიძლია თქვენი დახმარება, თან ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, მისი მიმართულებები კი არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან. - რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებაზე არ უსაუბრიათ
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები