რითი იკვებებიან სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
გახსოვთ თქვენი სკოლის სასადილო? ხშირ შემთხვევაში ღმერთმა უწყის რას მივირთმევდით, მაგრამ გვენატრება, ან თუ არ გვენატრება ის მაინც გვახსოვს, 45 წუთიანი გაკვეთილის შემდეგ სად შეგვეძლო საკუთარი მსუნაგობა დაგვეკმაყოფილებინა და ზარის შემდეგ, დასვენების გასატარებლად, ყველაზე იდეალური ადგილს აუცილებლად ვსტუმრობდით.
საქართველოში სკოლის სასადილოების მენიუ ხშირ შემთხვევაში ასეთია:
- ერთი ნაჭერი ძეხვი და პური
- ერთი ნაჭერი იმერული ყველი და პური
- საფირმო ლობიანი, რომელსაც რატომღაც შიგნით ხან ქვა ხანაც ცელოფანი ჰქონდა
- ხაჭაპური რომლის შიგთავსიც ყველის მაგივრად მარილიანი მაკარონი იყო
- ქადა, რომელიც დიდი ალბათობით თქვენს კბილებს შეიწირავდა
- ლიმონათი - რომელსაც ისეთი ფერი ჰქონდა, ენა სავარაუდოდ დღემდე ჟანგიანი გგონიათ.
ცხადია, რომ სკოლაში ჯანსაღად არ ვიკვებებოდით, თუმცა საბედნიეროდ დღეს ეს პრობლემა ბევრ სკოლაში მოგვარებულია. სკოლის სასადილოები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვანაირია და მისი მრავალფეროვნება დამოკიდებულია ამ ქვეყნის კულტურასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე.
წარმოგიდგენთ სკოლის მენიუს აშშ-დან სამხრეთ-კორეამდე, რომელიც სკოლის სასადილოების მრავალფეროვნებას გვიჩვენებს.
1. საფრანგეთი
სტეიკი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ყველი და ხილი.
2. ფინეთი
ბარდის წვნიანი, ჭარხლის სალათი, სტაფილოს სალათი, პური და ფენქეიქი კენკრით.
3. ბრაზილია
ღორის ხორცი ბოსტნეულის სალათით, შავი ლობიო და ბრინჯი, სალათი, პური და გამომცხვარი პლანტანები (ბანანის სახეობა).
4. საბერძნეთი
ქათამი რიზონით, ვაზის ფოთლის ტოლმა, კიტრის და პომიდვრის სალათი, ფორთოხალი და მაწონი ბროწეულის მარცვლებით.
5. იტალია
თევზი რუკოლასთან ერთად, პასტა პომიდვრის სოუსით, კაპრეზეს სალათი, ბაგეტი და ყურძენი.
6. სამხრეთი კორეა
თევზის წვნიანი, ტოფუ ბრინჯით, კიმჩი და ბოსტნეული.
7. ესპანეთი
შემწვარი კრევეტი ბრინჯით და ბოსტნეულით, გასპაჩო, წიწაკა, პური და ფორთოხალი.
8. უკრაინა
პიურე და ძეხვი, ბორში, კომბოსტო და სირნიკი.
9. აშშ
ქათმის ნაგეტსები, პიურე, ბარდა, ხილის სალათი და შოკოლადის ორცხობილა.
როგორც ხედავთ მოსწავლეების მენიუები ყველა ქვეყანაში მრავალფეროვანია, რადგან იმისთვის, რომ ბავშვს საკმარისი ენერგია და კონცენტრაციის უნარი ჰქონდეს, საჭიროა მისი დაბალანსებული რაციონით დანაყრება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
დისკუსია: როგორი სასადილოა თქვენი შვილის სკოლაში? შესაძლებელია ჯანსაღად კვება?