თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პარტია რესპუბლიკელები კოალიციაში ყოფნისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს უჭერდა. იზორიას თქმით, კონკრეტულად "ოდეერების საკითხზე" სუს აქტიურად თანამშრომლობდა პარტიის წევრებთან:

"საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რესპუბლიკელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდნენ".

თავდაცვის მინისტრს ამ თემაზე ჟურნალისტებმა დღესაც დაუსვეს შეკითხვები. მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ხმალაძესთან იგი აქტიურად თანამშრომლობდა კანონში ოდერეების საკითხის განსაზღვრის თემაზე:

"ყველგან აპრობირებულია, სადაც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც არის უსაფრთხოების თემები, საიდუმლოებასთან დაკავშირებული თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავდეს წარმომადგენელი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს წარმომადგენლობა დამოკიდებულია მათ ნებაზე, სწორედ ეს ჩაიწერა კანონში მათ შორის რესპუბლიკური პარტიის აქტიური მონაწილეობით, ჩვენ ცალკე შეხვედრაც კი გვქონდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან".