პეტრე ოცხელით შთაგონებული თანამედროვე ხელოვნება ქუთაისში
26 სექტემბრიდან ქუთაისელების და ქალაქის სტუმრების ყურადღების ცენტრში დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის ფასადზე გამოსახული ნეონის ნათურებით შექმნილი "მფრინავი მღებავი" და პეტრე ოცხელის მხატვრობის მოტივებით მოხატული ნიკიტინის სკვერის კედლები მოექცა.
სიმბოლურია, რომ ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის მშობლიურ ქალაქ ქუთაისს, თიბისიმ საჩუქრად გადასცა თანამედროვე არტისტების მარიამ საშას და თემო მაჭავარიანის მიერ პეტრე ოცხელის შემოქმედებით შთაგონებული შექმნილი ნამუშევრები.
"არსებობენ ხელოვანები, რომელთა ნამუშევრებიც ავტორისგან დამოუკიდებლადაც აგრძელებენ ცხოვრებას — ცოცხლდებიან ახალ მედიუმებში, განსხვავებულ სიბრტყეებზე, სხვადასხვა ადამიანის ხელით. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ფორმაა, რაშიც არტისტის გავლენა მჟღავნდება საზოგადოებასა თუ ეპოქაზე. საქართველოში პეტრე ოცხელი ამის ნათელი მაგალითია", — მარიამ საშა, გრაფიკული დიზაინერი.
თიბისიმ, პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო პროექტი განახორციელა.
2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით, რესტავრაცია ჩაუტარდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციებში დაცულ პეტრე ოცხელის ესკიზებს. ესენი გახლდათ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ესკიზები, რომლებსაც მხატვარი სახელოსნოში, შემოქმედებითი ძიების პროცესში ქმნიდა, ვიდრე საბოლოო სახეს მისცემდა. სწორედ აღნიშნული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი თიბისის გალერეაში პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე "პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე".
მომდევნო წელს კი, პროექტ 12-ის ფარგლებში, თიბისიმ თანამედროვე ხელოვანებთან ერთად, პეტრე ოცხელის ნამუშევრები ახალი ინტერპრეტაციით გააცოცხლა. ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლებშიც ოცხელის ნამუშევრებმა ახალი შინაარსი და კონტექსტი შეიძინა. ეს იყო მცდელობა, თანამედროვე არტისტებს ოცხელის შემოქმედებაზე დაყრდნობით შეექმნათ ახალი ნამუშევრები, რომელთა გამოფენას დედაქალაქმა 2018 წელს უმასპინძლა.
სწორედ პროექტ 12-ის მონაწილეები იყვნენ მარიამ საშა და თემო მაჭავარიანი, რომელთა შემოქმედება დღეს ქუთაისში გამორჩეულ ადგილს იკავებს. პროექტი ქ. ქუთაისის მერიისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები