ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკებაზე უარი ოფიციალურად თქვა — დოკუმენტის დეტალები

ფოტო: Gleb Garanich/Reuters
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა და მასთან პირისპირ შეხვედრაზეც თანახმა იყო.
- თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.
დეტალები: ანექსიის გამოცხადების პარალელურად, საბჭომ გამოსცა დოკუმენტი, სადაც "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობაზეა" საუბარი.
- განკარგულება ამტკიცებს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადსაც;
- ასევე, პუნქტს, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა უნდა მოამზადოს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიება გარდაუვალად უზრუნველყოს, გაზარდოს სამხედრო და ტექნიკური დახმარება უკრაინისთვის, რათა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს;
- ამასთან, დოკუმენტში რეკომენდაციაა, რომ უკრაინის რადამ იმ კანონპროექტების მიღება დააჩქაროს, რომელიც შესაბამის სანქციებსა და რუსეთის ესკალაციის საპასუხო ქმედებებს ეხება.
არქივიდან: 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა, ხერსონსა და დონეცკის ანექსია გამოაცხადა. პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;
- უკრაინამ კი თქვა, რომ პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს — საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის ქმედება და ე.წ რეფერენდუმები არ აღიარა;
- იმავე დღეს ზელენსკიმ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი — ზელენსკის განცხადებით, მათ უკვე აიღეს გზა ნატოსკენ და უკვე დაამტკიცეს ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები