კობახიძემ პარლამენტში გამოსვლა ივანიშვილის ქებით დაიწყო და მადლობით დაასრულა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საკუთარი სიტყვა ქართული ოცნების ათწლიან მმართველობას მიუძღვნა და ტრადიციულად, არც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხსენება დავიწყებია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი პარტიის წევრები პოლიტიკად წასულ ბიძინა ივანიშვილს მადლობას მუდმივად უხდიან და მის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებენ.
- ეს არც პირველი და დიდი ალბათობით, არც ბოლო შემთხვევაა, როცა "ოცნების" დეპუტატები საპარლამენტო ტრიბუნას ყოფილი პრემიერის სადიდებლად იყენებენ.
დეტალები: კობახიძე თქვა, რომ ათი წლის წინ ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის ხელმძღვანელობით გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.
- არც წინა ხელისუფლების მმართველობის კრიტიკა გამორჩენია და თქვა, რომ 2012 წლამდე ადამიანის ღირსება და უფლებები შელახული, კონსტიტუცია დამახინჯებული, სასამართლო მართული, ხოლო მედიაგარემო მონოპოლიზებული იყო.
- "მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება, გაჩერდა წინსვლა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით".
- შემდეგ კი დასძინა, რომ სწორედ ესენია მთავარი მიზეზი იმისა, რომ ენმ 2012 წლის შემდეგ ვერცერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
ამის შემდეგ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი სიტუაცია დახვდათ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და ქართული ოცნების "ღვაწლზე" დაიწყო საუბარი.
- განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე, ყველა სხვა სფეროში ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა.
- მისი თქმით, შემცირდა სიღარიბე, აღმოიფხვრა ადამიანის ღირსებისა და უფლებების შელახვის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი.
- პარტიის ღვაწლს მიაწერა ისიც, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში მედიაპლურალიზმი დამკვიდრდა.
კობახიძის მტკიცებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენების გაფართოებისა და ოკუპაციის კუთხით რუსეთის წინსვლა მთლიანად გაჩერდა.
- "ჩვენ გვქონდა მშვიდობის ათი წელიწადი და სუვერენიტეტის ათი წელიწადი".
- "პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, და სწორედ ასე გაგრძელდება პოლიტიკის წარმოება".
ბოლოს კი სიტყვით გამოსვლა ისევ ბიძინა ივანიშვილის ხსენებით და მადლობით დაასრულა.
- "კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილის, იმ გარდატეხაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ათი წლის წინ მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში".
- "გვჯერა, ქართული ოცნება მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში".
არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის თავზე ისაუბრებდა.
- "იქნებ მე გამომრჩა, კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვისმენდი თქვენს გამოსვლას, ბატონო ირაკლი, მაგრამ თითქოს ვერ მოვისმინე ვერაფერი პრობლემებზე".
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები