ბილაინის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2022 ჩატარდა
Beeline მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის — NASA Space Apps Challenge-ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. 2022 წლის ჰაკათომა 100 მონაწილე და 19 ინოვაციური იდეა გააერთიანა.
პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის ქართული გამოშვება 2 ოქტომბერს დასრულდა და ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) უმასპინძლა.
ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. პირველი ადგილი გუნდმა TON 618-მ დაიკავა და მიიღო 5000 ლარი და შესაძლებლობა, რომ პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.
გამარჯვებული პროექტი NASA-ს მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების პროცესს აადვილებს. აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისთვის, რომ მეცნიერებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაცემთა დიდ ბაზაში კონკრეტულ ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად მიაკვლიონ.
მეორე ადგილი ერგო გუნდ IGN-ს, რომელმაც ნასას უპრეცედენტო პროექტის, პარკერის მზის ზონდის მოგზაურობა დედამიწიდან მზისკენ მოგვითხრო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ყველაზე გასაგები ფორმით — კომიქსით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ედისონის სპეციალური პრიზები კი ერგოთ გუნდებს Space T-Rex და How Dare You.
NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია, ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NAS-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტილება უპოვონ.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჰაკათონის განმავლობაში დასწრებოდნენ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.
უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.
NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022 სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
ჰაკათონს უმასპინძლეს საქართველოს ტექნოპარკმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.
ციფრული სტრატეგიის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას და მათ მოტივაციას.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები