ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 23:30

მინდა, გადაგიხადოთ ყველას მადლობა, ვინც დღეს ესწრებოდით ამ განხილვას, ყველას, ვინც კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ სახალხო დამცველთან მთელი ამ წლების განმავლობაში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, მთლიანად ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავდადებულად, კვალიფიციურად ემსახურებიან ამ ინსტიტუტს. [...] დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს, მათზე ბევრი რამ გადავიდა. 

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში უძღვებოდნენ ხოლმე სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას, თქვენი კონსტრუქციული მიდგომებისა და დამოკიდებულებისთვის. მინდა გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი და ასევე, ვისურვებდი, რომ ერთად გვეზეიმოს უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება.

ასე მიმართა სახალხო დამცველმა პარლამენტში შეკრებილ დეპუტატებს წლიური ანგარიშის წარდგენის დასასრულს. ეს ომბუდსმენის რანგში ლომჯარიას ბოლო მიმართვა იყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ