ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ვიცით
აფეთქება, რომელმაც ქერჩის ხიდის დაზიანება გამოიწვია დღეს, 8 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთიდან ყირიმამდე თითქმის 19 კილომეტრიანი ხიდი კრემლის ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა. ის 2018 წელს ნახევარკუნძულის ანექსიის გამოცხადებიდან 4 წელში გახსნეს.
- ქერჩის ხიდი ერთ-ერთი საკვანძო გზაა, რითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა და ტვირთი გადააქვთ.
- ხიდის დაზიანების გამო, რუსეთს უკრაინის სამხრეთში მხოლოდ ერთი სარკინიგზო მომარაგების ხაზი რჩება — მელიტოპოლიდან.
რა მოხდა: როგორც ვიდეოებიდან ჩანს ხიდზე იყო ძლიერი აფეთქება, რომლის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის.
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ აფეთქდა საწვავის სატვირთო მანქანა. თუმცა დაზიანება მასშტაბური იყო — ყირიმის მიმართულებით გზის გადასასვლელის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა.
- ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებელსაც. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
- როგორც BBC-ს რუსული ბიურო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ამ მასშტაბის დაზიანებას დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალება დასჭირდებოდა.
რუსეთი: კრემლს სურს, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება გამოიძიოს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, შეიქმნას სამთავრობო კომისია საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენისა და შედეგების აღმოსაფხვრელად.
- სამთავრობო კომისიაში იქნებიან კრასნოდარისა ლიდერი და ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელიც;
- როგორც Meduza წერს, საგამოძიებო კომიტეტმა საქმე გახსნა ყირიმის ხიდზე მომხდარი "ინციდენტის" გამო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლით.
უკრაინა: ადგილობრივი მედიები წერენ, რომ მთავრობიდან წყაროები ეუბნებიან, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ოპერაციის შედეგად მოხდა. ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს კომენტარები აფეთქებაზე, თუმცა პირდაპირ არ დაუდასტურებიათ, რომ უკრაინა პასუხისმგებელია აფეთქებაზე.
- "ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უნდა გათავისუფლდეს", — წერს პოდოლიაკი;
- "რუსული ფლოტის ფლაგმანის, მოსკოვი და ქერჩის ხიდი — უკრაინის კუთვნილ ყირიმში რუსეთის ძალის ორი ცნობილი სიმბოლო უკვე დაეცა. რა არის შემდეგი", — აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო;
- ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე აფეთქების ვიდეოსთან ერთად მერლინ მონროს შესრულებით სიმღერასაც აქვეყნებს: Happy Birthday, Mr. President.
გარდა ამისა, უკრაინის ფოსტამ უკვე მარკის ახალი დიზაინი გამოუშვა.
სტრიქონებს შორის: ოფიციალური უკრაინა ყოველთვის აცხადებს, რომ ნებისმიერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალების მიერ შექმნილი ნაგებობები თუ ტექნიკა ლეგიტიმური სამიზნეა.
- პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და იქ უკრაინული დროშის დაბრუნებაა.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები