კანიე ვესტს ანტისემიტური პოსტის გამო ინსტაგრამი ისევ დაუბლოკეს
კანიე ვესტს ინსტაგრამი დაუბლოკეს, რადგან მომღერალმა სოციალური ქსელის წესები ისევ დაარღვია. Meta-ს წარმომადგენლის განცხადებით, ინსტაგრამმა კანიე ვესტის პოსტი უკვე წაშალა და მომღერალს სოციალური ქსელით სარგებლობაც შეეზღუდა.
კანიე ვესტის ინსტაგრამის დაბლოკვის მიზეზი ამჯერად ანტისემიტური პოსტი გახდა. კანიემ რეპერ შონ კობსთან მიმოწერის "სქრინშოტი" გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეპერს ებრაელები აკონტროლებენ. "იესო ებრაელია", — ასეთი აღწერა ჰქონდა პოსტს, რომელიც ინსტაგრამმა უკვე წაშალა.
ამერიკის ებრაელთა კომიტეტი (AJC) კანიე ვესტის პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომღერალი ისეთ ანტისემიტურ სტერეოტიპებზე მიუთითებდა, როგორებიცაა კონტროლი და სიხარბე. "კანიე ვესტმა უნდა გაარკვიოს, თუ როგორ გამოთქვას აზრი ანტისემიტიზმის გარეშე, რადგან გასულ კვირას მომღერალმა ებრაელების მიმართ სიძულვილი გააღვივა", — განაცხადა კომიტეტმა.
კომიტეტის პოსტში ასევე ნახსენები იყო კანიეს ინტერვიუ, რომლის დროსაც მომღერალმა კიდევ ერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. კანიემ თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რომელიც წარმოშობით ებრაელია, ფულის მითვისებაში დაადანაშაულა.
ინსტაგრამის დაბლოკვის შემდეგ კანიე ვესტი ტვიტერს დაუბრუნდა და მარკ ცუკერბერგთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "როგორ გამაგდე ინსტაგრამიდან". პოსტს ილონ მასკი გამოეხმაურა და კანიეს ტვიტერზე დაბრუნებას მიესალმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კანიე ვესტს ინტაგრამი დაუბლოკეს. შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტს რასისტული პოსტის გამოქვეყნების გამო ინსტაგრამი 24 საათით დაებლოკა. კანიეს დაბლოკვის მიზეზი The Daily Show-ს წამყვანის ტრევორ ნოას მიმართ რასისტული პოსტი გახდა. ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის განქორწინებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვესტი ყოფილ ცოლს ავიწროებს.
კანიემ ინსტაგრამზე ტრევორ ნოას გუგლში ძიების შედეგების "სქრინშოტი" დაპოსტა და აღწერაში ტერმინი "Koon baya" ახსენა. ე.წ. "Koon baya" ლექსიკონის მიხედვით, შავკანიანი ინდივიდის, უფრო კონკრეტულად, აფრიკული წარმომავლობის ადამიანის დამამცირებლად მოხსენიებას ნიშნავს.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები