ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დილიდან მთელს უკრაინაში განგაშის სიგნალია გააქტიურებული და ინტენსიურად იბომბება არაერთი ქალაქი და ოლქი.

  • რუსეთი ფრონტის ხაზზე წარმატებას ვერ აღწევს და უკან დახევა უწევს, როგორც ჩანს, შურისძიება მშვიდობიანი მოსახლეობის და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვით გადაწყვიტეს, მათი სამიზნეა ინფრასტრუქტურული ობიექტებიც.
  • არსებობს ვარაუდი, რომ ეს პასუხია ყირიმის ხიდის აფეთქებაზეც, რაც კრემლისთვის მძიმე პოლიტიკური დარტყმა იყო.

დეტალები: ზელენსკის თქმით, მან სთხოვა გერმანიის კანცლერს, რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს, სასწრაფოდ მოიწვიოს ჯგუფის შეხვედრა 10 ოქტომბერს, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო.

  • "დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციის ტერაქტებზე", — წერს ზელენსკი.
  • უკრაინსკა პრავდას ცნობით, ზელენსკიმ შოლცთან რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაც განიხილა.

სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ქალაქი ზაპოროჟიე, რომელიც დიდი ხანია ინტენსიურად იბომბება. დედაქალაქი კიევი და მისი შემოგარენიც. ასევე:

კიევში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რაკეტები ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო პარკს და მუზეუმებს მოხვდა, დაზიანებულია ფილარმონიის შენობაც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და ტანჯვისთვის, რაც უკრაინელ ხალხს მიუტანა და ამისთვის სამაგიეროს აუცილებლად გადაიხდიან.

  • თავდაცვის მინისტრის რამდენიმე საათის წინანდელი ინფორმაციით, რუსებმა 75 რაკეტა ისროლეს, რომლიდანაც 41-ის ჩამოგდება მოახერხეს.
  • "ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დაბომბვის შემდეგ კიევის ცენტრიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.