პუტინმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის "მიზეზი" დაასახელა, რუსეთის თავდაცვა კი "მიზნის მიღწევით" კმაყოფილია
დღეს უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა, სადაც უკრაინისადმი მუქარები გააჟღერა და ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ათეულობით ქალაქსა და დასახლებაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთი ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის "სამაგიეროს" იხდიდა, რაც კრემლმა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის "გასამართლებლად" გამოიყენა.
- ამას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბსურდი უწოდა და თქვა, რომ ოკუპანტები მანამდეც უტევდნენ უკრაინას რაკეტებით.
- მისი თქმით, პუტინი ბრძოლის ველზე წარუმატებლობებით სასოწარკვეთილია და სარაკეტო ტერორს ომის ტემპის სათავისოდ შესაცვლელად იყენებს.
- თავად პუტინმაც სწორედ ასე შეფუთა მასიური დაბომბვები და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ ყველა მიიღებს "შესაბამის პასუხს", ვინც რუსეთს თავს დაესხმება.
პუტინის თქმით, პირველადი მონაცემებით, დადასტურდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება "ტერორისული აქტია", რაც უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.
- ამის შემდეგ მან უკრაინის კრიტიკა და დადანაშაულება დაიწყო სხვადასხვა "ტერაქტში", რის შემდეგაც თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, სახმელეთო, საზღვარო და საჰაერო ძალების მიერ მაღალი სიზუსტის იარაღით მოხდა მასიური შეტევა ენერგეტიკის, სამხედრო მმართველობისა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე.
- "ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება მკაცრი და მასშტაბებით შესაბამისი საფრთხის იმ დონესთან, რაც რუსეთის ფედერაციას ექმნება. არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს", — დაიმუქრა მან დასასრულს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ "წარმატებულად" დაბომბეს უკრაინის ქალაქები.
- "მიზანი მიღწეულია. ყველა დანიშნულ ობიექტს მოხვდა", — თქვა ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა, სამიზნედ კი იგივე დაასახელა, რაც პუტინმა.
თავდასხმის დეტალები: პოლიციის განცხადებით, კიევის გარდა უკრაინის კიდევ 14 რეგიონი დაიბომბა. მათ შორის, ქალაქები: ზაპოროჟიე, ხარკოვი, ნიკოლაევი, ლვოვი, ოდესა და სხვა.
- საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 5,5 საათი გრძელდებოდა.
- პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი, 60-მდე კი დაშავდა.
- ქალაქების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, ასევე, ქსელიც ხარვეზებით მუშაობს.
უკრაინა აცხადებს, რომ შურს იძიებს და მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან უკრაინულ მიწას მიუტანა.
- ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს.
- "ჩვენი გამბედაობა ვერასდროს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის გულს მოხვდებიან", — ასე გამოეხმაურა მომხდარს თავდაცვის მინისტრი.
- "თქვენი დაბომბვით მხოლოდ გაბრაზებასა და ზიზღს იწვევთ! არავითარი შიშს ან რაიმეზე შეთანხმების სურვილს. ჩვენში აღვიძებთ თქვენი განადგურების სურვილს, სადაც არ უნდა იყოთ — ქუჩებში და ბუნკერებში, ზღვაზე და ხმელეთზე", — დაწერა ოლექსი დანილოვმა.
- "ეს თავდასხმები კიდევ ერთი სიგნალია ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსული საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს", — განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
საერთაშორისო გამოხმაურება: ნატოს გენერალურმა მდივანმა დაგმო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ შოკირებულია რუსეთის თავდასხმებით და ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია.
- მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ასევე კატეგორიულად დაგმო მომხდარი და განაცხადა, რომ სისასტიკე, ტერორი და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
- მოლდოვის საგარეოს განცხადებით, რუსეთის სამმა რაკეტამ, რომლის სამიზნე უკრაინა იყო მათი საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები