Destination Porsche — პორშე ცენტრი თბილისის განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
- Destination Porsche — პორშე ცენტრი თბილისის განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
- პორშე ცენტრი თბილისის განახლებული სერვისცენტრი ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც Destination Porsche კონცეფციით შეიქმნა
- გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, რომ თბილისის მაგალითზე, მსოფლიოს მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქცია განახორციელოს
- Destination Porsche — ეს არის თანამედროვე დიზაინის შოურუმი, რომელიც მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს
- პორშე ცენტრი თბილისის შენობა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს. მთავარ დარბაზში 7 ავტომობილის გამოფენაა შესაძლებელი, საოფისე ზონაში კი 17 სამუშაო პლატფორმაა განლაგებული
- ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს, ავტომობილის დეტალები პირადად შეარჩიოს ადგილზევე. სპეციალურ ოთახში დამონტაჟებულია პორშეს კონფიგურატორიც
აღმაშენებლის ხეივანზე პორშე ცენტრი თბილისის განახლებული შოურუმი გაიხსნა. ვიზუალური და კონცეპტუალური განახლების შედეგად, სივრცე გერმანული ბრენდის უახლესი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
გახსნის ცერემონიისთვის გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ პორშეს სათავო ოფისის წარმომადგენლები.
"მიხარია, რომ დღეს ჩვენს სტუმრებს პორშე ცენტრი თბილისის განახლებულ შოურუმში ვმასპინძლობთ", — ამბობს პეტრე წაქაძე, პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, — "პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და ვფიქრობ, ახალი ცენტრი სწორედ ამის დასტურია. მის ასაშენებლად 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც მსგავსი პროექტებისთვის საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო თანხაა. გვინდა, რომ გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას, პორშეს ქართველ თაყვანისმცემლებს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ".
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი შოურუმის განახლებაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდა. ინოვაციური სერვისცენტრი თიბისისთან პარტნიორობით აშენდა.
"თეგეტა ჰოლდინგის დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორები და მხარდამჭერები ვართ", — აღნიშნავს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, — "ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე 20 წელიწადზე მეტს ითვლის. მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ ავტოინდუსტრიაში უპირობო ლიდერთან ერთად კიდევ ერთი მსხვილი პროექტი განვახორციელეთ. თეგეტას მიერ საავტომობილო ბრენდებთან და მოდელებთან ერთად, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება შემოდის და არაერთი სიახლე ინერგება. სწორედ ამის მაგალითია პორშეს ბრენდიც".
პორშე ცენტრი თბილისის განახლებული შოურუმის გახსნის ღონისძიების მხარდამჭერები სადაზღვევო კომპანია ალდაგის ახალი ბრენდი პრიმო და ციფრული გადახდის გლობალური ლიდერი Mastercard იყვნენ.
საგანგებოდ დაიგეგმა გახსნის ცერემონია და თითოეული დეტალი შოურუმის კონცეფციას მოერგო. შენობის წინ მოწყობილი სცენა ინსტალაციას დაეთმო, სადაც თეთრი Porsche Taycan იყო განთავსებული. უახლესი მოდელისთვის სხვადასხვა ფერის მორგება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
კიდევ ერთი ინსტალაცია 1990-იანი წლების განსაკუთრებული მოდელის Porsche 964-ის შესახებ შეიქმნა. ნამუშევარში ინტეგრირებული იყო Augmented Reality, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ინსტალაციის ნახვა მსურველს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლო. ნამუშევარზე ხელოვანებმა, გიორგი ტყებუჩავამ და თეონა კოხოძემ, იმუშავეს.
პორშეს უახლესი და კლასიკური მოდელები იყო წარმოდგენილი უშუალოდ საექსპოზიციო სივრცეში. გამორჩეული ადგილი Porsche Carrera GT-მ დაიკავა. მოდელი, რომლის პრეზენტაციაც 2003-ში ჟენევის საავტომობილო შოუზე შედგა, ლიმიტირებული რაოდენობით, სულ, 1270 ერთეული გამოვიდა.
ახალი სერვისცენტრის ტერიტორიაზე ქართველი შემსრულებლების კონცერტიც გაიმართა. სტუმრებისთვის კომპოზიციები შეასრულეს ნიკოლოზ რაჭველმა და სიმფონიურმა ორკესტრმა, ასევე ბექა გოჩიაშვილმა და გიორგი ცაგარელმა .
გახსნის ცერემონიას 700-მდე სტუმარი ესწრებოდა.
კონცეპტუალურ სივრცეებად დაყოფილი შოურუმი
პორშე ცენტრი თბილისის შენობა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.
შოურუმში, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს უახლესი და ექსკლუზიური მოდელები, თავად გამოცადოს Porsche-ის თამამი სტილი და, სურვილის შემთხვევაში, მანქანის ექსტერიერიცა და ინტერიერიც საკუთარი გემოვნებით, კონფიგურატორის დახმარებით შეარჩიოს.
გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა პორშე ცენტრი თბილისის ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. 13 სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.
პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. პორშეს მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ახალ სერვისცენტრში მომხმარებელს გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით მოემსახურებიან.
განახლებული შოურუმის ტერიტორიაზე პორშეს 8 ელექტროდამტენი განთავსდა. თანამედროვედ მოწყობილ ავტოსადგომზე, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, 40-მდე ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი.
Destination Porsche — შიდა და გარე დიზაინი
პორშე ცენტრი თბილისის განახლებული შოურუმის დიზაინი გერმანული სტანდარტების მიხედვით შეიქმნა. ღია სივრცეში თეთრი ფერი ჭარბობს, რასაც განათების ორიგინალური სისტემა კიდევ უფრო აძლიერებს. ალუმინისა და ხის ფაქტურის კომბინაცია კი გარემოს თბილსა და კომფორტულს ხდის. ახალი მასშტაბური სივრცე თანამედროვე აუდიო და ვიდეოსისტემებითაც აღიჭურვა.
პორშე ცენტრი თბილისის შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია გრავიტამ მუშაობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. მშენებლობის სრული მენეჯენტი LSG solution-მა უზრუნველყო. გერმანული ბრენდის სტანდარტების მიხედვით, სრულად განახლდა საოფისე ნაწილი. შოურუმს დაემატა საექსპოზიციო სივრცე. საგანგებოდ აღიჭურვა ოთახი ინდივიდუალური დიზაინის შესარჩევად, სადაც სხვადასხვა მასალისა და ფერის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
დღეიდან გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს პორშე ცენტრი თბილისი მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ახალ, თანამედროვე სერვისცენტრში შესთავაზებს.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები