10 გზა, როგორ გადავეჩვიოთ ახალი წიგნების ყიდვას, სანამ თაროზე ქვეყანა წასაკითხი გვიცდის
კარგა ხანს მეგონა, რომ ასე მხოლოდ მე ვიყავი, ყველაფრის თავი და თავი კი სიზარმაცე იყო. მერე სოციალურ ქსელებში აღმოვაჩინე, რომ ახალი წიგნების ყიდვა მაშინ, როცა შინ ნაყიდი და ჯერ კიდევ წასაკითხი ნაწარმოებების კოლექცია გაქვს, ბევრი მკითხველის (თუგინდ ბიბლიოფილის) პრობლემა ყოფილა. ეს პრობლემა ერთდროულად უკავშირდება პროკრასტინაციას, იმავე დღემეხვალიეობას და კომპულსიური ყიდვის აშლილობას, იმავე შოპოჰოლიკობას.
და მაინც — ცდუნება დიდია, მოთმინების ფიალა კი ხშირად სავსე; ჩვენც ხელფასის აღებისთანავე წიგნის მაღაზიაში გავრბივართ და გვინდა, არ გვინდა, ხელში თუ თვალში მოხვედრილ ნებისმიერ წიგნს დაუფიქრებლად ვყიდულობთ. რა ვიღონოთ?
1. შეადგინე წასაკითხი წიგნების სია და მიჰყევი მას
წასაკითხი წიგნების სიის (ინგლისური აბრევიატურა TBR) პერიოდულად შედგენა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, დაუგეგმავი ვაჭრობა წიგნის მაღაზიაში თავიდან ავიცილოთ. ამგვარი სია შეგიძლია წლის განმავლობაში რამდენჯერმეც შეადგინო, მაგალითად, რის წაკითხვას აპირებ საზაფხულო შვებულებაში ან წინასაახალწლოდ. ეცადე, სიას მიჰყვე და დროის იმ მონაკვეთში მხოლოდ ის იკითხო, რაც წინასწარ დაგეგმე. სხვათა შორის, უკვე წაკითხულ წიგნს რომ ჩამონათვალში ხაზს გადაუსვამ, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.
2. დაგეგმე ბიუჯეტი
წასაკითხი წიგნების გარდა, კარგი იქნება, ბიუჯეტსაც თუ დაგეგმავ. ეს ალბათ უფრო ხშირად მოგიწევს, ყოველი თვის დასაწყისში მაინც. ხელფასის აღებისას კარგი იქნებოდა, წინასწარ გაანაწილო საჭირო თანხები სხვადასხვა საჭიროებაზე, მათ შორის, წიგნებზე. ასე შეძლებ, თავშესაქცევ საკითხავზე დასახარჯი და დახარჯული ფული აკონტროლო და შედეგებიც უფრო ადვილად წარმოიდგინო ("ამ წიგნსაც თუ ვიყიდი, მომდევნო კვირა ვერმიშელზე გადავლა მომიწევს").
3. ითხოვე მეგობრისგან ან ბიბლიოთეკიდან
არცთუ იშვიათად წიგნს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ იმ მომენტში ვინმემ გვირჩია, ან სადღაც მოვკარით თვალი. ასეთ შემთხვევაში, როცა უცნობი წიგნის ყიდვის დაუოკებელი სურვილი გვიპყრობს, შეგვიძლია, ის ჯერ ნაცნობ-მეგობრებში ან ბიბლიოთეკებში მოვიძიოთ. თაროზე უამრავი წიგნი მაქვს, რომლის ყიდვასაც ვნანობ — განა ცუდია და იმიტომ — უბრალოდ, მხოლოდ ერთხელ წავიკითხე და ამის მეორედ გაკეთების სურვილი აღარ გამჩენია. ჰოდა, აჯობებდა, ბიბლიოთეკიდან მეთხოვა, ფულიც დამეზოგა და ადგილიც წიგნის კარადაში.
4. სასტიკი უარი თქვი რეკომენდაციებზე
წინა აბზაცში რჩევები ვახსენეთ — მე კი გირჩევდი, რეკომენდაციებს შეძლებისდაგვარად მოერიდო. ეგ კი არა, ეცადე, ბიბლიოფილების გარემოცვაში წიგნზე სიტყვა არ ჩამოაგდო, თორემ აუცილებლად გამოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც დაჟინებით გეტყვის, ეს უნდა წაიკითხოო. მმ, არა, მანამდე ქვეყანა წასაკითხი მაქვს.
5. მოიძიე სასურველი წიგნის მსგავსი საკითხავი თაროზე
თუკი სასურველ წიგნს ვერც ბიბლიოთეკაში მივაკვლიეთ და არც ჩვენს რომელიმე მეგობარს აღმოაჩნდა, იმედს არ ვკარგავთ და წიგნის მაღაზიაში მაინც არ გავრბივართ. დაფიქრდი, კონკრეტულად იმ წიგნის წაკითხვა გინდა თუ მისი მსგავსი, იმავე ჟანრის ან თემატიკის ტექსტის. ასეთ დროს კარგი აზრია, საკუთარ თაროს მიუბრუნდე და მსგავსი წიგნი შეარჩიო. თუ ეს დამოუკიდებლად ვერ შეძელი, ჩვენს ფეისბუქჯგუფს შემოუერთდი და რამე საშენოს აუცილებლად გირჩევთ.
6. ნახე ფილმი ან სერიალი
რატომღაც არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ "ჯერ წიგნის წაკითხვა ჯობს". არადა, ცუდი არაფერია იმაში, თუკი სასურველ ნაწარმოებს ეკრანიზაციით "მოსინჯავ". ცხადია, ცუდი ეკრანიზაციებიც არსებობს, მაგრამ ფილმი ან სერიალი დაახლოებით წარმოდგენას მაინც შეგიქმნის, ნამდვილად გინდა თუ არა პირველწყაროს წაკითხვა. ისე კი, თუ სპოილერებს უფრთხი, შეგიძლია, მხოლოდ ნაწყვეტები ნახო, ან ბოლო ოც წუთს აღარ უყურო.
7. წერე თავად
არ მეგულება მკითხველი, რომელსაც თუ არაფერი დაუწერია, ამაზე არ უფიქრია მაინც. ამბების მოყოლა და მოსმენა ხომ ადამიანების ერთ-ერთი მოთხოვნილებაა. ჰოდა, რატომაც არ უნდა ცადო? წიგნის მაღაზიაში სტუმრობით დროის და ფულის დაკარგვას არ ჯობია, შინ დარჩე და თუნდაც ბიბლიოფილ პერსონაჟზე დაწერო? ამ საქმემ შეიძლება ისე ჩაგითრიოს, ახალი წიგნის კი არა, საჭმლის ყიდვაც კი დაგავიწყდეს.
8. ისარგებლე ელექტრონული ან აუდიო წიგნით
თუ ელექტრონული ან აუდიო წიგნის მოხმარება არაერთგზის გიცდია და ვერაფერს გახდი, ეს აბზაცი შეგიძლია გამოტოვო. უბრალოდ, მაინც შეგახსენებდი, რომ ასეთი ფორმატის წიგნები უფრო იაფი ღირს, ამასთან, არც შენს თაროზე მოითხოვს ადგილის გამოყოფას. ბოლო-ბოლო, თუკი წაკითხული ელექტრონული წიგნი ძალიან მოგეწონება, შეგიძლია, მისი ფიზიკური ასლიც იყიდო.
9. მოერიდე წიგნის მაღაზიის მახლობელ ადგილებს
უცნაური რჩევა კია, მაგრამ მე მაინც მითქვამს. ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ახლომახლო წიგნის მაღაზია რომ მეგულება, ცდუნებას ძნელად თუ ვუძლებ ხოლმე. ამიტომ, დისტანციის დაცვას მაინც ვამჯობინებდი. ისე კი, თუ თავი მაინც ამოყე წიგნის მაღაზიაში, გირჩევ, ცოტა ხნის წინ ნაყიდი და წაუკითხავი წიგნები დაათვალიერო; უბრალოდ, შეხსენება, რომ შინ საქმე თავზე საყრელად გაქვს.
10. თაროს რეორგანიზაცია ყოველთვის კარგი აზრია
ჩემთვის ეს ყველაზე ეფექტური გზაა, რომ ახალი წიგნის ყიდვა გადავიფიქრო. ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმეც კი ვაწყობ და ვაადგილებ წიგნებს თაროზე. ბიბლიოფილებს, ზოგადად, წიგნებთან ურთიერთობის უცნაური მოთხოვნილება აქვთ — მათი ხელში აღების, დაყნოსვის, მოფერების. ჰოდა, მაღაზიაში წასვლას კი ჯობს, თაროზე ჩამომწკრივებულ ყუებს მოეფერო. ამ დროს დავიწყებული შენაძენიც კი შეიძლება აღმოაჩინო — ვუალა, ესეც შენი ახალი წიგნი. ყველაფერი ძველი, კარგად დავიწყებული, ხომ ახალია.
ბონუსი: წარმოიდგინე ყველაზე საშინელი სცენარი
ნამდვილად ვერ გაიძულებ, ახალი წიგნის ყიდვის თავიდან ასაცილებლად აპოკალიფსი წარმოიდგინო, მაგრამ ეს მე ნამდვილად მშველის. ჰო, ერთ კვირას ვერმიშელზე გადააგორებ, მაგრამ მთელი თვე?! წიგნის მაღაზიის კართანაც რომ ვიდგე, უკან გამოვბრუნდები.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები