ჩეხეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება ძალაში 25 ოქტომბრიდან შევა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩეხეთმა ნაწილობრივ შეწყვიტა რუსებისთვის ვიზების გაცემა, თუმცა გამონაკლისი იყო ჰუმანიტარული ნიშნით გაცემული ვიზები.
- ასევე, ჩეხეთში შესვლა შეეძლოთ რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვინც ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების სამოგზაურო ვიზას ფლობდნენ.
- ახალი წესის მიხედვით, ქვეყანაში ჩასვლას რუსეთს მოქალაქეები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც ვეღარ შეძლებენ.
დეტალები: მინისტრის თქმით, აკრძალვა შეეხება მათაც, ვისაც ტურისტულის გარდა, სპორტული ან კულტურული დანიშნულების ვიზები აქვთ.
- "იმის მიუხედავად რომ რუსული ტანკები უკრაინაში საბავშვო მოედნებსა და ხალხს ხვდება, ყოველდღიურად რუსეთის 200-მდე მოქალაქე საერთაშორისო აეროპორტების გავლით ჩეხეთში მიემგზავრება".
არქივიდან: 19 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა დაიწყეს შესვლის შეზღუდვების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ მხოლოდ ტურისტული ან დასასვენებელი მიზნით.
- მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ფინეთში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები