ალეკო ელისაშვილი

13 Oct. 2022, 13:24

ახლა მე რაც არ მომეწონა ბატონი პოდოლიაკის ნათქვამში, რომ არის მტკიცებულებები რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. გვაჩვენონ ეს მტკიცებულებები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ისევე როგორც მახსოვს, რომ, აი, უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, აქედან შედიოდა არასანქცირებული პროდუქტი. გვაჩვენონ ეს რაღაცები იმიტომ, რომ ახლა თუ რამე ახარებს რუსეთს, არის მაგალითად, საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა. 

ასე უპასუხა დეპუტატმა ჟურნალისტის კითხვას, რა პოზიცია აქვს მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე. პოდოლიაკმა ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. მისივე თქმით, ქართული ოცნების დამფუძნებელი შედის იმ ხალხის სიაში, ვის სანქცირებასაც მოითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ