ოლაფ შოლცი

15 Oct. 2022, 21:41

მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით კი — უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში საქართველოსაც. ასევე, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ის ახლა საქმით უნდა გაგრძელდეს. ეს არის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუ გვსრუს დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება. 

ევროკავშირს 27, 30, 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი თავისუფალი და თანაბარი მოქალაქით, შეუძლია, თავისი გავლენა კიდევ უფრო გააძლიეროს მსოფლიოში. მე ერთგული ვარ ევროკავშირის გაფართოების. ევროკავშირის სამომავლო გაფართოება აღმოსავლეთისკენ, ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპელ სოციალ-დემოკრატთა შეკრებაზე ევროკავშირის გაფართოების იდეა გააჟღერა. თანამდებობის დაკავების დღიდან, შოლცმა ევროკავშირის გაფართოება საგარეო პოლიტიკის მთავარ ნაწილად აქცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ