The Crown-ში დაიანას "შურისძიების კაბის" ჩაცმამ თავი ძლიერად მაგრძნობინა — ელიზაბეთ დებიკი
ალბათ უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ The Crown-ის მე-5 სეზონში პრინცესა დაიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეთ დებიკი შეასრულებს. ელიზაბეთის თქმით, როცა ცნობილი გახდა, რომ სერიალის მე-5 და მე-6 სეზონებში ლედი დის ის განასახიერებდა, უამრავი შეტყობინება მიიღო ნაცნობ-მეგობრებისგან და თითქმის ყველა მათგანი ეკითხებოდა, მოუწევდა თუ არა უელსის პრინცესას ლეგენდარული "შურისძიების კაბის" ჩაცმა.
"გამაოცა ფაქტმა, თუ რამდენად მოჯადოებული იყო ხალხი ამ კაბით," — აცხადებს მსახიობი. — "როცა ცნობილი გახდა, რომ როლი მე მივიღე, შეტყობინებები მომდიოდა მილოცვებით, თუმცა მესიჯების უზარმაზარი ნაწილი "შურისძიების კაბას" ეხებოდა. 'მოგიწევს "შურისძიების კაბის" ჩაცმა?', 'ღმერთო ჩემო, შურისძიების კაბას ჩაიცვამ!'"
ლედი დიმ სხეულზე მჭიდროდ მომდგარი, მხრებზე მოხდილი შავი კაბა 1994 წელს მოირგო, როცა ლონდონში Serpentine Gallery-ში წვეულებას ესწრებოდა. იმავე ღამით პრინც ჩარლზმა საჯაროდ აღიარა, რომ პრინცესა დაიანას უღალატა და მათი ქორწინება ისე ჩამოიქცა, უკვე ვეღარაფერი ააშენებდა.
ელიზაბეთ დებიკის თქმით, "შურისძიების კაბის" ჩაცმა, რომლითაც ლედი დიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვია, ძალიან მნიშვნელოვანი და სიძლიერის მომგვრელი გამოცდილება იყო მისთვის.
"მან რაღაც გააღვიძა ჩემში, როგორც მსახიობში," — ამბობს დებიკი. — "ვერც კი ავხსნი. მართლა საოცარია, რომ ერთ კაბას შეუძლია, წარმოადგინოს ისტორიული მომენტი, ან თუნდაც ის ფაქტი რა საოცარია, რომ შეიძლება, ადამიანის ცხოვრებას ამხელა მნიშვნელობა მიენიჭოს და ასეთი ლეგენდარული გახდეს. ასე რომ, ეს დღე ნამდვილად დიდი დღე იყო ჩემთვის გადასაღებ მოედანზე."
The Crown-ის ფანებს შეეძლებათ ელიზაბეთ დებიკის ე.წ. "შურისძიების კაბაში" ხილვა, როცა სერიალის მე-5 სეზონი 9 ნოემბრიდან Neflix-ზე გამოვა. ელიზაბეთ დებიკისთან ერთად, ახალ სეზონს მსახიობები იმელდა სტონტონი (დედოფალი ელიზაბედი), დომინიკ ვესტი (პრინც ჩარლზი), ჯონათან პრაისი (პრინც ფილიპი) და ლესლი მენვილი (პრინცესა მარგარეტი) შეუერთდებიან.
მე-5 სეზონის პრემიერა დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალებიდან 2 თვეში შედგება. პიტერ მორგანმა დაადასტურა, რომ შოუ მე-6 სეზონით დასრულდება.
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
კომენტარები