რას ამბობს კალაძე ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვთან შეხვედრაზე
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ეს იყო მისი, "როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის" მოვალეობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა — 1 მოზარდი გარდაიცვალა, 2 დაშავდა.
- ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავეს: ექსპერტები, ელექტროშემდუღებლები, გრინსერვისის დირექტორი და მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
- დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში წაქეზებაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.
დეტალები: ვაკის პარკში მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისის მერი დაზარალებულ ერთ-ერთი მოზარდსა და მებაღე დევი მეზურნიშვილს შეხვდა. კალაძე აცხადებს, რომ ეს მისი "ვალი და ვალდებულებაა".
- "არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის", — ამბობს კალაძე.
- აღნიშნავს იმასაც, რომ აუცილებლად შეხვდება სასწრაფოს ექიმს, მეგი ბანცაძეს, ვინც დაშავებული ლაზარე გადაარჩინა. მერი აცხადებს, რომ ასევე შეხვდება და მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა.
-
თბილისის მერის თქმით, მომდევნო დღეებში მოინახულებს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ მეორე ბავშვსაც.
კონტექსტი: თბილისის მერის მებაღესთან და ბავშვთან შეხვედრის ფოტოები არ გაუვრცელებია თავად მერიის ოფიციალურ გვერდს. მეეზოვესთან შეხვედრა მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, დაშავებულთან კი თავად მოზარდმა გაავრცელა.
- თუმცა კადრები მალევე გავრცელდა ხელისუფლებასთან აფილირებულ მედიასაშუალებებზე და ყველგან ხაზგასმული იყო თუ ვინ ავრცელებდა ფოტოებს.
- კალაძემ ბავშვს თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.
კალაძემ ამის პარალელურად "ტრაგედიის პოლიტიზირებაზე" ისაუბრა. თუმცა, ოპოზიციის კონტექსტში და თქვა, რომ სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც "ცდილობენ ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ".
- "ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან", — თქვა მან.
ოპოზიცია: პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კალაძის ბავშვთან შეხვედრა არის უპასუხისმგებლო.
- პარტია ლელოს ერთ-ერთი წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ როდესაც კალაძე პოსტტრავმული შოკის მქონე ბავშვს ხვდება და აქედან პოლიტიკური დივიდენდების გამოწურვას ცდილობს, ეს არის საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება.
- ამ თემას გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც — "რომ განიცდიდი — ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?".
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები