მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაში გადადის
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-3 დონის ერთადერთი რეფერალური ცენტრია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულ პედიატრიულ სერვისს სთავაზობს. ბავშვებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოს მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი გრძელდება.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა რიგი სამედიცინო მიმართულებები. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაცია მუდმივად ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას.
გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას.
საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.
პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600.
პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, კოორდინირებულად, პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვით.
ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 10 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
პროფესიული განვითარების მიზნით, კადრების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედ-პერსონალი საზღვარგარეთ უკვე გადამზადდა. მკურნალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით.
რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის, რომელიც ყოველწლიურად 30 000-მდე პედიატრიულ პაციენტს ემსახურება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები