ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ოქტ, 2022

ცალკე, დღეს მინდა მივმართო ჩვენს ხალხს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. უახლოეს მომავალში ოკუპანტები შეეცდებიან თავიანთ ჯარში კაცების წაყვანას. ყველგან იგივეა, რაც დონეცკში და ლუგანსკში. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ამას. შეეცადეთ, დატოვოთ ოკუპირებული ტერიტორია.

თუ ამას ვერ მოახერხებთ და აღმოჩნდებით რუსეთის სამხედრო სტრუქტურებში, პირველივე შესაძლებლობისას შეეცადეთ დაყაროთ იარაღი და მიხვიდეთ უკრაინის პოზიციებზე. და რაც მთავარია, დაიცავით თქვენი სიცოცხლე. საუცილებლად დაეხმარეთ სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. ჩვენი საერთო ამოცანა, გავძლოთ. გავძლოთ ამ არაადეკვატურების წინაშე.

რუსეთი ექვი თვე გაურბოდა სიტყვა "ომს", ამისთვის საკუთარი ხალხსაც სჯიდა სისხლის სამართლის საქმეებით და ახლა კი თვითონ აცხადებს საომარ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ოკუპანტებმა ჩვენს მიწაზე ომი თვითონ მოიტანეს, მუდმივი პრეტენზიებით ვითომ მოლაპარაკებებზე, ახლა კი ხელს აწერენ რაღაც ბრძანებებს, რომლებიც ომს ამყარებს.

აბა, რა ვთქვა – უბრალოდ ისტერიკაა "ამხანაგ ჩეკისტებში". ისტერიკა, რაც უფრო დიდი იქნება რუსეთის დამარცხებასთან ერთად.

ასე უპასუხა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა წულუკიანზე: "ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია"3284 ნახვა
  2. თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე: "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის"1808 ნახვა
  3. რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან1640 ნახვა
  4. AXIOS: თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტს, ტრამპმა შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს1332 ნახვა
  5. ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს1058 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~