ნიკა მელია

20 Oct. 2022, 16:44

ალბათ, ყველას მოეხსენება მსოფლიოში და არა საქართველოში ცივილიზაციურ ომში მყოფი პრეზიდენტ ზელენსკის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მით უფრო ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება უსაფუძვლო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტებს. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კონკრეტული პირები, ვისაც მიტაცებული აქვს საქართველოს სახელმწიფო, ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეები, მოექცნენ მკაცრი სანქციების ქვეშ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ შეთავაზების აღსრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. 

გვინახავს ბევრი რეკომენდაცია პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, და ეს შეთავაზებები არასდროს დარჩენილად შეთავაზებებად და რეკომენდაციებად. ისინი ყოველთვის აღსრულებულა. ასე იქნება ახლაც, ვინაიდან პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და მთელმა ჩვენმა დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ ბარიერი არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ოჯახი. დიახაც, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დღეს არის მდგომარეობაში, როდესაც მათ მიიტაცეს ქვეყნის მართვის სადავეები, და ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე. 

ეს ოჯახი არის ჩართული დასავლეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პროცესში და ამ ყველაფერს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. სიგნალი არის უკვე მკაფიოზე მკაფიო, რომ ბატონი ივანიშვილი არის არც მეტი და არც ნაკლები მთელი დედამიწის, მსოფლიო დემოკრატიული სამყაროს მტრის, პუტინის მოკავშირე.

რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის ოჯახის წევრებმა, რომ ისინი არ არიან პუტინის მოკავშირეები, ფაქტები მეტყველებენ, მათ წინააღმდეგ. ამიტომ, პუტინის ყველა მოკავშირე, იქნება ეს ქვეყნის მმართველი თუ სხვადასხვა ბიზნესმენი მსოფლიოს დონეზე და მასშტაბით ექცევა მსოფლიოს სანქციების ქვეშ და დადგა ის დღე და ის წუთები, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა

მოკლედ: სასამართლომ ბრალდებულად ცნო პირი, რომელიც ლილო მოლის ტერიტორიაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზეა…