კიმ კარდაშიანმა დედამისის ოპერაციისას ძვლების სამკაულების დასამზადებლად გადანახვა ითხოვა
სექტემბრის თვეში კარდაშიანების ახალი რეალითი შოუს მეორე სეზონი დაიწყო. ამერიკული პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახის ყოველდღიურობის შესახებ შექმნილ შოუში მაყურებელს კარდაშიან-ჯენერებზე უამრავი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი გაუგია.
აი, ცოტა ხნის წინ გამოსული ეპიზოდიდან შევიტყვეთ, რომ კიმ კარდაშიანს დედამისის ოპერაციის დროს მისი ძვლების სამკაულების დასამზადებლად გადანახვა უთხოვია. ამის შესახებ თავად კრის ჯენერმა განუცხადა ქლოისა და კაილის.
"კიმმა ექიმს სთხოვა, ჩემი რამდენიმე ძვალი გადაედო, რათა მათგან სამკაული დაემზადებინა", — ჰყვება ჯენერი, — "რა საშინელებაა".
კიმი დედამისს კრისის პარტნიორთან ერთად ახლდა საავადმყოფოში ოპერაციის ჩატარებისას. კარდაშიანმა სასხვათაშორისოდ აღნიშნა, რომ ერთგვარი ტრადიციაა აქვს — როცა მისი ოჯახის წევრებს ოპერაციას უკეთებენ, იგი ექიმებს ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ რეალითი შოუსთვის ოპერაციის კადრებიც გადაიღეს. ეს კი სულაც არაა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, კორტნი კარდაშიანმა თავის დროზე კამერების თანდასწრებით იმშობიარა.
მართალია, კიმის განზრახვა კრისს საშინელებად ეჩვენა, მაგრამ ჯენერმა წინათ განაცხადა, რომ სურს, გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდეს, ფერფლით კი შვილებისთვის სამკაულები დაამზადონ.
"ერთმანეთს ვეუბნებით ხოლმე, რას ვისურვებდით, რამე საშინელება თუ მოხდა", — ამბობს ქლოი, — "თუკი კომაში აღმოვჩნდი, მანიკურს ყოველკვირა მაინც გამიკეთებენ. ეს ანდერძშიც მიწერია, ადამიანები ხომ ჩემს სანახავად მოვლენ".
კარდაშიანების ოჯახი მსოფლიომ 2007 წელს გაიცნო, როცა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადაღებული რეალითი შოუ დაიწყო. შოუს ძირითადი ხაზი ოჯახის ექვსი წევრის გარშემო ვითარდება — კორტნი, კიმ და ქლოი კარდაშიანები, კენდალ და კაილი ჯენერები და ასევე მათი დედა, კრის ჯენერი. პოპკულტურის ცნობადმა სახეებმა მოგვიანებით არაერთი ბრენდიც დააფუძნეს, რის შედეგადაც ყველა მათგანი მილიონერი გახდა; კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი კი შემდგომ მილიარდერებადაც იქცნენ.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები