რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ბავშვები და პენსიონერები გააუპატიურეს
გენერალური პროკურატურის სექსუალური ძალადობის საქმეების პროკურორის, ირინა დიდენკოს განცხადებით, ძალადობაში ეჭვმიტანილი 5 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, 2 მათგანის საქმეს კი სასამართლო განიხილავს.
დეტალები: პროკურორის ინფორმაციით, უკრაინაში რუსი ოკუპანტების სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ასაკი 4-დან 85 წლამდეა.
- დიდენკოს განცხადებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე რთულია განისაზღვროს რომელი სქესის ადამიანები დაზარალდნენ უფრო მეტად, მსხვერპლის რაოდენობა კი საკმაოდ დიდია.
- უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კატერინა პავლიჩენკოს ინფორმაციით, აღძრულია 43 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჰყავთ რამდენიმე მსხვერპლი.
- რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები დაფიქსირებულია ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ ყველა რეგიონში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სამხედროების მიერ გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ომის დანაშაული და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაცაა.
- გაუპატიურება ხშირად ომის ფარულ დანაშაულად მოიხსენიება, რაც ართულებს მის იდენტიფიცირებას და აყოვნებს სამართლებრივ რეაგირებას.
- ასეთ ქმედებაში ბრალდებული ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან.
- მათ მეთაურებს ასევე ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ დადასტურდა რომ მათთვის ცნობილი იყო ძალადობის ფაქტების შესახებ და არაფერი გააკეთეს მათ აღსაკვეთად.
- "გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსული ძალების პატიმრობაში მყოფი ტყვეების მიმართ გამოძიებულ უნდა იქნეს როგორც ომის დანაშაული", — განაცხადა Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ ვილიამსონმა.
ფაქტები: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სექსუალური დანაშაულების შესახებ, მათ შორის:
- 44 წლის ნატაშამ და 42 წლის ვიკამ კიევის მახლობლად მდებარე სოფლიდან, SKY NEWS-ს თან გაიხსენეს ოკუპანტების მხრიდან ძალადობის შემზარავი ისტორიები.
- კიევის რეგიონში 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს — როდესაც ფსიქოლოგმა მასთან მუშაობა დაიწყო, ბიჭი მხოლოდ შავ ფერებში ხატავდა.
- კიევში, ბუჩას რეგიონში 14 წლის გოგო ხუთმა ოკუპანტმა გააუპატიურაა –— შემთხვევის შესახებ მშობლების თანხმობით ფსიქოლოგმა ალექსანდრა კვიტკომ განაცხადა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები