ვოლოდიმირ ზელენსკი

25 Oct. 2022, 00:31

დღეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზუსტად რვა თვე გავიდა. რა იქნა მიღწეული ამ დროში?

ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამას რუსეთი ვეღარ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. ახლა ისმის დონბასი, ხარკოვის ოლქი, ხერსონის რაიონი. მაგრამ ზაპოროჟიეს რეგიონი და ყირიმიც გაჟღერდება, მოვა დრო და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.

უკრაინა ანგრევს მსოფლიოს ეგრეთ წოდებულ მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც გამოწუროს, სხვადასხვა სისულელეს იგონებს უკრაინაზე.

რუსული პოტენციალი ნიავდება ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში. იყო გაზის გავლენა — აღარ არის. იყო სამხედრო გავლენა — აორთქლდება. იყო პოლიტიკური წონა — ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები — ახლა მხოლოდ ზიზღია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ